Tuesday, March 22, 2011
როცა მუსიკა ღმერთს ეწინააღმდეგება
მუსიკის სულიერი ძალის შესახებ კარგად უწყოდნენ ჩვენმა წინაპრებმა. მაგალითად, ძველ სპარტელებს ჰყავდათ მუსიკოსები, რომელთა შემოქმედება მეომართა სულისკვეთებას აძლიერებდა და ისინი უფრო მამაცურად იბრძოდნენ. იგივე ხდებოდა ეგივპტეშიც. ძველი აღთქმა გვაუწყებს, რომ როდესაც საული მელანქოლიას გრძნობდა, დავითს უხმობდა, რომლის გალობაც სულს უმშვიდებდა. საულს სჯეროდა, რომ ეს მუსიკა დემონებს აიძულებდა, იქაურობას გასცლოდნენ. პლატონს სწამდა, რომ მუსიკალური ტონის ყოველგვარი ცვალებადობა გავლენას ახდენდა მოქალაქეთა გამომეტყველებაზე. არისტოტელეს კი მიაჩნდა, რომ ახალგაზრდების მუსიკა სახელმწიფოს კანონმდებლობით უნდა ყოფილიყო განსაზღვრული. ლენინი თვლიდა, რომ საზოგადოების სწრაფად განადგურების ერთ-ერთი საშუალება ამავე საზოგადოების მუსიკა იყო. თავად „მუსიკა“ წარმოსდგება სიტყვიდან „მუზა“, რომელიც ხელოვნების სულს ნიშნავს. ეს იმიტომ, რომ მას ადვილად შეუძლია ადამიანის სულზე ზემოქმედება.
სატანა დაცემამდე თავადაც ანგელოზებთან ერთად დიდებით უგალობდა უფალს, ამიტომ სრულყოფილად იცნობს იმ სულიერ ძალას და თვისებას, რასაც მუსიკა ფლობს. სწორედ ამიტომ, ამ საუკეთესო იარაღს აქტიურად იყენებს ადამიანთა სულების წარსაწყმედად. დღეისათვის ეს იარაღი არის როკ-მუსიკა.
საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, როკ-მუსიკას უამრავი თაყვანისმცემელი გააჩნია. მუსიკის ეს ჟანრი, რომელიც 50-იან წლებში აღმოცენდა. დიდ სოციალურ-კულტურულ მოვლენად იქცა. იგი ყოველი ახალი თაობის განწყობის მიხევით იცვლება, დასახელებებს იცვლის, თითქოს ერთმანეთს კიდეც ეწინააღმდეგება, მაგრამ არსით იგივე რჩება. გადავხედოთ როკის ისტორიას:
ეს მუსიკა აფრიკის ჯუნგლებიდან მოვიდა. 1619 წელს მონებით მოვაჭრეებმა ამერიკაში მონებთან ერთად ჩაიტანეს მუსიკაც, რომლის მაგიური ძალა დოლების ჰიპნოზურ რიტმში მდგომარეობს. ეს მუსიკა სატანურ რიტუალებზე სრულდებოდა. თავად როკ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ჯონ ლენონი აცხადებს: „საუკეთესო როკ-ენ-როლი პირველყოფილია. მისი მელოდია ჯუნგლებიდან მოვიდა“. როკ-შემსრულებელთა გარეგნობაც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ისინი პირველყოფილი სულების გავლენას განიცდიან. იგივე მელოდია, იგივე გარეგნობა, იგივე მანიაკალური მოძრაობები…
როკ-მუსიკის სერიოზული ჩანასახი ჯერ კიდევ 1951-52 წლებში გაჩნდა, როდესაც ახალგაზრდა ამერიკელმა მომღერალმა ლითლ რიჩარდმა ზანგურ რიტმ-ენდ-ბლუზში ცვლილებების შეტანა დაიწყო. ხოლო ახალი მუსიკალური სტილის აღსანიშნავი ტერმინი „როკ-ენ-როლი“ 1955 წლისთვის ქალაქ კლივლენდის დისკოთეკის დისკ-ჟოკეიმ მოიგონა. ზოგიერთის მოსაზრებით, ეს გამოთქმა იხმარებოდა სქესობრივი აქტის დროს არსებული მდგომარეობის გამოსახატავად. იგი ამერიკული შავი გეტოების ჟარგონიდან არის ნასესხები.
1954-55 წლებში ასპარეზზე გამოდის ახალგაზრდა მომღერალი და გიტარისტი ელვის პრესლი. იგი ამერიკელი ბაპტისტი იყო, რომელმაც მუსკიალური განათლება სამრევლო გუნდში გაიარა. მისი საყოველთაო აღიარების მიზეზი ის იყო, რომ უკუეგდოთ თავიანთი წრის რელიგიური და სექსუალური ტაბუ. იგი მსმენელზე ზემოქმედებას უხამსი პროვოკაციული ჟესტებით ახდენდა. 1956 წელს ედი სილვანის შოუში გამოსვლისას ოფიციალური აღიარება რევოლუციური მოწოდებით მოიპოვა: „ბოლო ბოვუღოთ ინსტიქტების დათრგუნვას, სოციალური პირობითობებს, რომლებიც ხელს უშლიან ახალგაზრდებს, თავისუფლად და მძაფრად გამოხატონ თავიანთი სექსუალობა!“ ელვისი მაშინვე „როკ-ენ-როლის მეფედ“ აღიარეს და იგი თაყვანისცემის საგნად იქცა როგორც სიცოცხლეში, ისე სიკვდილის შემდეგ. დაიწყო სექსუალური რევოლუცია: შეიცვალა ჩვევები, ტანსაცმელი, მოდაში შემოვიდა გრძელი თმა… 50-60-იან წლებში ელვის პრესლის კონცერტებზე ადგილი ჰქონდა აღშფოთებას, გამძვინვარებას, მასობრივ ისტერიას, სექსუალურ ექსცესებს, განსაკუთრებით ქალიშვილებში. პრესლი ბოლომდე თავისუფალი სიყვარულის ფილოსოფიას აღიარებდა და ამასვე ქადაგებდა თავისი სიმღერებით. მისი კონცერტების დროს ოპერატორი ცდილობდა, მომღერალი კადრში მხოლოდ წელსზემოთ გამოჩენილიყო, რადგან სხეულით ურცხვ მოძრაობებს აკეთებდა. მაგრამ გავიდა დრო და რაც უწინ სამარცხვინოდ ითვლებოდა, დღეისათვის მომღერლების აუცილებელ ატრიბუტად იქცა, ასე მუხანათურად, ეტაპობრივად მოქმედებს სატანა.
მძიმე როკი
როკი მალე უხეშ, „მძიმე როკად“ გარდაიქმნა. ამ მიმდინარეობის მთავარი წარმომადგენლები იყვნენ ჯერი ლი ლუისი, სტივ ნიკსი, ელის კუპერი. რიტმი (ბიტი) გართულდა, უფრო ძლიერი და მძაფრი გახდა. ღრმად გამოიკვლიეს აფრიკელ ტომთა მუსიკალური მემკვიდრეობა, შეისწავლეს ლათინურ-ამერიკული ტრადიციების რიტუალები, „ვოდუ“-ს მუსიკა, რომელიც დაკავშირებული იყო ფალოსის კულტთან, შელოცვებთან და ჯადოსნობასთან. „ბიტი“ – ესაა რეგულარული პულსაციის განუწყვეტელი გამეორება მოკლე რიტმებთან შეთანხმებით. „ბიტი“ მკვეთრად მოქმედებს პიროვნების ფიზიკურ და ემოციურ გრძნობებზე, იწვევს მსმენელთა ნერვული სისტემის აღგზენბასა და გონების დამბლასაც კი. ბგერათა სიხშირე 120 დეციბელამდე ადის, რაც ადამიანის მიერ აღსაქმელ ზღვარს აღემატება.
ეს იყო პირდაპირი შტურმი პიროვნების წინააღმდეგ, ეროტიკული მისწრაფებების აღმგზნებ „ბიტს“ თან ერთვოდა ადამიანის მომნუსხველი, გამაღიზიანებელი ხმაური, რომელიც ნერვიული სისტემის გადაძაბვას, უკონტროლო გრძნობას იწვევდა, ანუ ეს იყო მოკლე გზა „ჯოჯოხეთისაკენ“.
შემდეგი ჟანრი იყო შმაგი როკი, ნარკოტიკის ჟარგონული სახელი, როგორც ები ჰორმანმა განაცხადა, „როკი გვევლინება რევოლიუციის სათავედ. ცხოვრების ჩვეულებრივი სტილია ნარკოტიკები, უცნაური ტანსაცმელი, ყველაფრის დამაკმაყოფილებელია როკ-მუსიკა. სწორედ ესაა რევოლუცია“.
სატანური როკი
მესამე ფაზა უკვე სატანური როკი იყო – ოკულტიზმის გვლით სატანის კულტამდე. ამას სათავე დაუდეს „ბითლზებმა“, როცა 1968 წელს გამოუშვეს „თეთრი ალბომი“ ორი სიმღერით: „№1 რევოლუციონერი“ და „№9 რევოლუციონერი“. ამიერიდან როკ-მუსიკა სატანისკენ მიმავალ აშკარა გზას დაადგა.
1976 წლის ჟურნალ „პოპ“-ის ერთ-ერთ გამოცემაში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „დაუჯერებელი ამბები ბითლზებზე“, რომელშიც ტონი შერიდანი სილვერბითლზის შესახებ მოგვითხრობს: „მე ვიცოდი, რომ ჯონი რეგულარულად ესწრებოდა სპირიტულ სხოდმებს. ერთ-ერთი ასეთი სხდომიდ შემდეგ მან მითხრა: „ახლა ვიცი, რომ მე ბითლზთან ერთად ისეთ წარმატებას მივაღწევ, როგორიც აქამდე არცერთ ჯგუფს არ ღირსებია. ამაში ახლა დარწმუნებლი ვარ, რადგან ამ წარმატებისათვის სული ეშმაკს მივყიდე“.
„ბითლზების“ დაშლის შემდეგ ჯონ ლენონმა აშკარად დაიწყო ეშმაკისადმი მიძღვნილი სიმღერების წერა, სადაც პირდაპირ უმღეროდა ლუციფერს: „… ჩვენ ხელები გვაქვს შეკრული. მხოლოდ გამუდმებით შეგვიძლია შეგთხოვოთ: გაათავისუფლე ხალხი. 666-ია შენი სახელი“. ამ სიმღერის გამოსვლიდან 10 წლის შემდეგ ჯონ ლენონი მისივე თაყვანისმცემელმა მოკლა. როცა მას დუსვეს შეკითხვა, თუ რატომ მოკლა საყვარელი მომღერალი, განაცხადა: „მე წინააღმდეგობის გაწევა ვერ შევძელი! ეს შინაგანმა ხმებმა მაიძულეს!“. ტონი შერიდანისთვის მიცემული ინტერვიუდან ზუსტად 20 წელი იყო გასული. ალბათ, ეშმაკისაგან „ნაყიდი“ დრო ამოიწურა.
სატანური როკის მიმდევრები გახლავთ „როლინგ სტოუნზი“, რომლის სატანის ეკლესიის მთავარქურუმი გახდა მიკ ჯაგერი. ამავე მიმდინარეობას მიჰყვებოდნენ „ზე ჰუ“, „ბლექ საბათი“, „ლედ ზეპელინი“, „სტიქსი“.
როკ-მუსიკოსებს ურთიერთობა ჰქონდათ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სატანისტთან ალესტერ კროულისთან (1875-1947 წწ), რომელიც თავს მისტერ 666-დ უწოდებდა და თავის მისიას იმაში ხედავდა, რომ ოკულტური ძალები მუსიკის მეშვეობით მოეყვანა მოძრაობაში. მან ჩამოაყალიბა სამი პუნქტი:
1. ჩვენ ადამიანებზე განუწყვეტლივ განმეორებადი და ხმამაღალი მუსიკით უნდა ვიმქომედოთ;
2. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ნარკოტიკი;
3. მორალის სფეროში განვითარება მიზანდასახულად უნდა მივმართოთ;
აი, სწორედ ასეთ პიროვნებასთან ჰქონდათ კავშირი როკ-მუსიკის „მამებს“, იგი „ბითლზის“ ფირფიტის გარეკანზეც კი გამოსახეს. ჯიმ მორისონი „დორსის“ ერთ-ერთ ალბომში კროულის ქანდაკებასთან ერთად დგას.
როკ-მუსიკის მეოთხე ფაზა არის „პანკ როკი“, „პანკს“ უწოდებენ მეძავებს (ორივე სქესის) ინგლისში, ამერიკულ ინგლისურში კი ეს სიტყვა „ნაძირალას“ ნიშნავს. „პანკ-როკის“ მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ აუდიტორია თვითმკვლელობამდე, კოლექტიურ ძალმომრეობამდე მიიყვანოს. ყველაზე ცნობილი ჯგუფებია „ქისსი“, „ტოდ ნიუჯენტი და მუტანტები“, „აფროდიტეს პირმშო“. ხშირია შემთხვევა, როდესაც კონცერტის დროს პარტნიორს შარვალში ჩაკერებული სამართებლით ჭრის და მერე, გასისხლიანებულს ეკლებიანი სამაჯურით სცემს.
აღსანიშნავია, რომ როკ-მუსიკის ზოგიერთი წარმომადგენელი სატანური „ეკლესიის“ წევრია. როდესაც ფირფიტას უშვებენ, ისინი შემაღლებულ ადგილას დებენ და თავიანთი ტაძრის ქურუმს სთხოვენ, მოაჯადოვოს ეს ნაწარმოები, რათა მან წარმატება მოიპოვოს. ამ რიტუალის შემდეგ, როდესაც ფირფიტის შესალოცად დემონებს მოუხმობენ, ამავე დემონებს ევალებათ მსმენელზე ზეგავლენის მოხდენა, შეიძლება ამიტომაც არის, რომ მაგალითად, 1981 წელს გაყიდული ფირფიტების 90% როკ-დისკები იყო.
ელის კუპერმა განაცხადა, რომ დემონთან დადო ხელშეკრულება, რამაც დიდი აღიარება მოუტანა. მიკ ჯაგერი სატანის კულტის მსახური იყო და შავი მაგიის ყველა საიდუმლო კარგად იცოდა. საკუთარ თავს იგი „ხორცშესხმულ ლუციფერს“ უწოდებს. ამაზე სიმღერათა სახელწოდებაც მოწმობს: „ეშმაკისადმი კეთილგანწყობა“, „მის სატანურ უდიდებულესობას“ და „ჩემი ძმის, დემონის შელოცვა“. ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ არასდროს დაუწერია და უმღერია ისეთი სიმღერა, მანამდე ჯადოსნურ ენაზე რომ არ ყოფილიყო დაწერილი.
როკ-ჯგუფის სიმღერების ტექსტებში მრავლადაა ღმრთისმგმობი განონათქვამები, ზოგჯერ კი აშკარა სატანიზმიც კი. მაგალითად, ერთ-ერთი სიმღერის ტექსტი ასე ჟღერს: „სანთლები ციმციმებენ. სამსხვერპლოები იწვიან. უმანკოების სიკვდილი საჭიროა, მსხვერპლი შესწირეთ ლიუციფერს – ჩემს უფალს. მოიტანე სასმისი, ასწიე დანა, კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს სამსხვერპლოსთან… დაბეჯითებით მოვითხოვ, მსხვერპლი, დემონები, მსხვერპლი…“
ავსტრალიური ჯგუფი „ინქსი“ მღერის სიმღერას „ეშმაკი ჩემში. ჯგუფ „AC/DC“-ის სიმღერის ტექსტი ასეთია: „მე ვარ მგრგვინავი ჭექა-ქუხილი, წვიმის მშოველი, გრიგალად მოვედი… ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ, მაგრამ მოკვდები! ტყვეებს არ ვიყვან, არავის დავზოგავ, ვერავინ შეძლებს წინ აღმიდგეს. მე მოვიპოვე ჩემი ზარები და ჩემთან წაგიყვან ჯოჯოხეთში, შენ ჩემი იქნები… ჯოჯოხეთის ზარები“.
განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ ისეთი სიმღერები ტექსტები, სადაც ადამიანებს სრული თავისუფლებისაკენ მოუწოდებენ. მაგ: „თავისუფალი ვარ ვაკეთო ის, რაც მსურს, ვიყო ის, რაც მსურს“ და ა.შ.
უფალი კი გვეუბნება: „უარყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი შენი და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8, 34).
ჯიმი ჰენდრიქსი აცხადებს „მუსიკის მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის ჰიპოთეზირება. შეგიძლია აიძულო, ქვეცნობიერად შეასრულოს შენი სურვილი“. როგორც ჩანს, მან კარგად იცოდა ის ფარული ძალა, რაც მუსიკის მიღმა იფარება. მეცნიერული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ის მცენარეები, რომლებიც წყნარ მუსიკას „ისმენენ“, მალე ყვავიან, ხოლო როკ-მუსიკის გარემოცვაში მყოფი მცენარე ძირითადად ჭკნება და ნადგურდება. თუკი უსულო მცენარე ასე მწვავედ აღიქვამს მძიმე მუსიკას. ადვილად წარმოიდგენთ, თუ რა მოსდის ადამიანს, რომელიც ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი.
გარდა სიმღერის ტექსტისა, როკი სავსეა სატანისტური სიმბოლიკით, რაც ასე ხიბლავს დღევანდელ ახალგაზრდობას, რომლებსაც უეჭველია, აზრადაც კი არ მოსდით მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობა. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:
ამოტრიალებული ხუთქმიმიანი ვარსკვლავი – სიმბოლო მაგიისა, რომელიც სატანური რიტუალების დროს დემონთა მოხმობისას გამოიყენება. ამობრუნებული ხუთქიმიანი ვარსკვლავით გამოისახება ურჩხულის თავი, რომელიც უძველესი დროიდან სიმბოლურად ეშმაკს გამოხატავს. ამ სიმბოლოს ძალიან ხშირად ვხვდებით როკ-ანსამბლების კონცერტებზე, ფირფიტების გარეკანზე, კლიპებში.
პანი – ძველბერძნული ღვთაება, რომელიც ადამიანისა და თხის ერთობლიობას წარმოადგენს. პანი სალამურზე უკრავდა და მაგიური მუსიკის შესრულების დროს იხმობდნენ. ავსტრალიის ერთ-ერთი რადიოსადგურს ემბლემაზე გამოხატული აქვს პანი, ანუ სატანა, რომელსაც სალამურის ნაცვლად ხელთ როკ-გიტარა უპყრია. „როლინგ სტოუნზის“ ფირფიტის გარეკანზე გამოსახულია თხის ფეხი ქალის ფეხსაცმლით, სხვ???მის სათაური: „თხის თავის სუპი“.
„ლედ ზეპელინებსაც“ აქვთ ერთ-ერთი პოპულარული სიმღერა – „ვარსკვლავთა გზა ცისაკენ“, სადაც ერთ-ერთ სტროფში მოხსენიებულია პანი – ღვთაება, რომელიც მესალამურეს ნიშნავს: „მესალამურე გიხმობს, რათა გაჰყვე მას“. სამწუხაროდ, დღევანდელი ახალგაზრდები უსმენენ „ლედ ზეპელინების“ რჩევებს და ჯოჯოხეთისაკენ მიჰყვებიან მესალამურეს, რომელიც სიმბოლურად სატანას განასახიერებს.
სატანის რქები – პენტაგრამა: ხელების ფრომა, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება როკ-მუსიკაში – ესაა საჩვენებელი და ნეკა თითის კომბინაცია. სატანის ამ სიმბოლომ დიდი გამოხმაურება ჰპოვა და გაუცნობიერებლად ყველა ახალგაზრდა გამოსახავს როკ-მუსიკის კონცერტებზე.
ელვა – ელვის სიმბოლო აღებულია ოკულტიზმიდან და გმოხატავს სატანის სიმბოლოს. სახარებაში უფალი ამბობს: „ვხედავდ ეშმაკსა ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა“. ანსამბლი „ქისს“ და სხვა მრავალნი აქტიურად იყენებენ ამ სიმბოლოს. ნუთუ დამთხვევაა, რომ ჰიტლერის სატანურ ორგანიზაციას ეს-ეს-ს თავის სიმბოლოდ სწორედ ელვა ჰქონდა?!
ცნობილია, რომ ეშმაკს სძაგს ჯვარი, ამიტომ ყოველნაირად ცდილობს მის შეურაცხყოფას. თუმცა როკშემსრულებლები ხშირად გულსაკიდი ჯვრით „დამშვენებულნი“ მღერიან, მაგრამ ეს, მათი მხრიდან, ჯვრის დაცინვისა და გაუფასურების საშუალებად უნდა მივიჩნიოთ. შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა: რატომ შეურაცხყოფენ და ებრძვიან იმას, რისიც, თითქოსდა, თავად არ სწამთ? საქმე ისაა, რომ თვითონაც კარგად უწყიან ჯვრის ძალა და მადლი, ამიტომ ებრძვიან მას ასე თავგამეტებით შავბნელ ძალებთან „დამეგობრებული“ მუსიკოსები. ღვთისმშობლის სახელით ცნობილმა მომღერალმა მადონამ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მაცხოვრისა და ჯვარცმის შესახებ ისეთი მკრეხელური აზრი გამოთქვა, რომ უხერხულად მიგვაჩნია მისი ციტირება.
ჯვრის ამობრუნება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია სატანისტურ რიტუალებში. იგივეს იყენებენ როკმუსიკაშიც. ერთი-ერთ კლიპში მიკ ჯაგერი დემონსტრირებას უკეთებს მაისურს, რომელზეც ჯვარი უკუღმა არის გამოსახული, რაც ჯვრის ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა. მუსიკალურ კლიპებში ხშირად გამოყენებულია ალმოდებული ჯვრები, ჯვარზე გაკრული ქალები და სხვა მკრეხელური სურათები.
- ამ სიმბოლოს ჩვეულებრივ მშვიდობის ემბლემად ვიცნობთ, მაგრამ მის არსს თუ ჩავუღრმავდებითღ, სულ სხვა რამეს დავინახავთ, ეს არის ამობრუნებული ჯვარი, რომელსაც ორივე ფრთა მოტეხილი აქვს, გარშემო კი შემოვლებულია მაგიური რკალი. წმიდა წერილი მშვიდობის სიმბოლოს ქრისტეს უწოდებს, ხოლო ჯვრის ამობრუნება და მისთვის მშვიდობის სიმბოლოს სახელის წოდება ჭეშმარიტებას ბღალავს და პირდაპირ შეურაცხყოფს მშვიდობის მომნიჭებელ ქრისტეს.
666 – მხეცის რიცხვი, აპოკალიფსში ნათლად არის ნათქვამი, რომ ეს რიცხვი სატანის ნიშანია. ამიტომ თუკი ვინმე მის შესახებ მღერის ან მას უმღერის, ეს იგივეა, რომ ეშმაკს უმღეროს. ეს რიცხვი გამოსახულია ანსამბლ „ბლექ საბითის“ (ამ ჯგუფის სახელწოდება, რაც თარგმანში შავ შაბათს ნიშნავს, თავისთავად მრავლისმეტყველია) ფირფიტის გარეკანზე. იგივე რიცხვს იყენებენ ანსამბლები „პლაზმატიკი“, „აფროდიტეს პირმშო“, „მის იქსი“ და სხვ. გამოდის ფირფიტები სახელით „მხეცის რიცხვი“.
როკი და ტრანსსექსუალიზმი
როკის ერთ-ერთი განუყრელი ნიშანია ტრანსსექსუალიზმი. ეს არის მუსიკა, რომელიც ახალგაზრდებსა და მოზარდ თაობას სიყვარულის ჭეშმარიტი არსის მიმართ გარყვნილ დამოკიდებულებას უყალიბებს. „როლინგ სტოუნზის“ ერთ-ერთი წევრი ინტერვიუში ამობობს: „როკი არის სექსი და ახალგაზრდებზე მისით უნდა მივიტანოთ იერიში“. ხოლო ჯორჯ მაიკლის სიმღერაში „მინდა შენი სექსი“, ტექსტი ასე ჟღერს: „მე არ მჭირდება ბიბლია, მხოლოდ ჩამხედე თვალებში“.
საინტერესოა აგრეთვე ე.წ. „ანდროგენური (ორსქესიანი) როკის“ ისტორია. 1951 წელს ჯონ რეიმ პირველად გაუკეთა დემონსტრირება თავის „ქალურ“ თვისებებს. 1953 წელს ლითლ რიჩარდმა პირველად გაიკეთა ვარცხნილობა ქალთა სალონში, რის გამოც „ანდროგენ-როკის ნათლიმამის“ წოდება მიიღო. 1958 წლიდან გამოჩნდნენ მომღერლები, რომლებიც ფალცეტით (მამაკაცის ქალისებური ხმა) ასრულებდნენ სიმღერებს, რამაც, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, დიდი მოწონება დაიმსახურა მდედრობითი სქესის თაყვანისმცემლებში. 1966 წელს „როლინგ სტოუნზის“ ფირფიტის გარეკანზე ჯგუფის ყველა წევრი ქალის კაბებით არიან გამოსახულნი. მოგვიანებით როკ-კონცერტებზე უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ქალის ტანისამოსში გამოწყობილი მამაკაცები, რომელთა უმეტესობა ბისექსუალია და ზოგი მათგანი უკვე შიდსითაც კი გარდაიცვალა…
არა მხოლოდ როკ-მუსიკა, მისი სხვადასხვა დამატებითი კომპონენტებიც კი უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის სულზე. მაგალითად, დასავლეთის ქვეყნების დისკოთეკები სხვადასხვა მკერხელური წინადადებიებით იწვევენ ახალგაზრდებს. ერთ-ერთი დისკოთეკის კარზე დახატული ეშმაკი პირდაპირ მიმართავს ადამიანს: „შენ ვერ წახვალ სამოთხეში, ასე რომ მობრძანდი ჯოჯოხეთში“. თვალშისაცემია, რომ ამგვარი დისკოთეკები ძირითადად კვირაობით ეპატიჟებიან ახალგაზრდებს, რათა ამითაც შეურაცხყონ უფალი. ამაზე ნათლად მეტყველებს სხვა რეკლამებიც: „ღვთისგმობა – განკითხვის დღე“, „ჯოჯოხეთის სახლში ცოდვით აღსავსე ხმები გაისმის. დიჯეი დემონი“. ეს ყოველივე შემთვევითი არაა.
როკის „წმიდანები“
შეინიშნება აგრეთვე ერთი ტენდენცია: „როკ-ვარსკვლავების“ წმინდანებისათვის შედარება. მაგალითად, ერთ-ეთი ჯურნალისტი წერდა: „თუკი ელვისი იყო ღმერთი, მაშინ ბითლზი იქნებოდა ქრისტე“. სტატიების სათაურებში: „მადონა – როკის წმიდანი“, „თინა თერნერი – მუსიკის წმიდანი 50 წლისაა“ და ა.შ. მაგალითად, მომღერალი ოზი ოზბორნი მღვდელმთავრად იწოდება, თუმცა თავად სურს… ქრისტე იყოს.
ჯონ ლენონმა განაცხადა: „ქრისტიანობა გადაშენდება – იგი დაპატარავდება და მერე გაქრება. მე მართალი ვარ და ჩემი სიმართლე დადასტურდება. ჩვენ ახლა უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო ქრისტე. და მე არ ვიცი, ვინ წავა პირველი – როკ-ენ-როლი თუ ქრისტიანობა“. კომენტარი აქაც ზედმეტად მიგვაჩნია.
80-იან წლებში აღმოჩნდა ფენომენი, რომელიც დღემდე ბოლომდე არ არის ახსნილი. ეს არის ფირფიტის უკუღმა დატრიალებისას გამოცემული ფარული ხმები, სხვადასხვა მიმართვები, ღვთის საგმობი სიტყვები და სატანის დიდება. საინტერესოა, რომ ეს წინასწარგანზრახულად არ კეთდება, ვინაიდან თავად სიმღერის ავტორისთვისაც კი შედეგი ყოველთვის მოულოდნელია. მაგალითად, „ბითლზების“ სიმღერაში „რევოლუცია №9“ სიტყვა №9 თორმეტჯერ მეორდება. თუ ამ ადგილს უკუღმა მოვისმენთ, გამოდის ფრაზა: „სექსუალური სიამოვნება მაგრძნობინე, მკვდარო ადამიანო“. „ლედ-ზეპელინების“ სიმღერაში „კიბე ცისკენ“, მესამე სტროფის უკუღმა მოსმენისას გამოდის: „მე უნდა ვიცხოვრო სატანისათვის“, ხოლო სიტყვებში კიდევ გაქვდ დრო, რომ შეცვალო გზა, რომელსაც ადგახართ“ – „საყვარელო სატანა, შენს გარდა ვერავინ მიჩვენებს გზას“. „ბლექ ოუკ არკანზასის“ ჯგუფის სიმღერაში „როდესაც არკანზასში ელექტრობა შემოვიდა“, უკუღმა მოსმენისას გაისმის: „სატანა… სატანა… სატანა… იგი ღმერთია… ღმერთია… ღმერთია“ რის შემდეგაც დემონური სიცილი გაისმის.
ამბობენ, თითქოს არსებობს „ქრისტიანული როკის“ მიმდინარეობაც, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეეფერება. როკი მუსიკის ველური სახეობაა, სულს აშფოთებს და უარყოფით ემოციებს იწვევს, როგორ შეიძლება, ადამიანმა ასეთ მშფოთვარე მდგომარეობაში ადიდოს უფალი?! ეს იგივეა, რომ არსებობდეს „ქრისტიანული მეძაობა“ ან „ქრისტიანული მაგია“.
იმისათვის, რომ უფრო ადვილად შენიღბონ როკ-მუსიკის ჭეშმარიტი არსი, ხშირად ცდილობენ, ზნეობრივი ცხოვრების წესს შეუთავსონ იგი. მაგალითად, ელის კუპერი ასეთ „კომპრომისზე“ მიდის: „დილით ეკლესია, ღამით როკ-ენ-როლი“ წმიდა წერილი კი გვასწავლის „ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაი იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაი მის თავს-იდვას, და ერთი იგი შეურაცხყოს“ (მთ. 6.24).
უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სატანის მორიგი ნიღაბი და ხაფანგია. თუმცაღა ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება მუსიკის სხვა მრავალ ჟანრსა და შემსრულებლებს.
მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის როკ-მუსიკით გატაცება მეტად საშიშია. ნუთუ ვინმეს გაუჩნდებოდა სურვილი თუნდაც მსუბუქად გასართობად გათამაშებოდა სატანას (?!) გავიხსენოთ საყოველთაოდ ცნობილი ხატი: ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა ფართოა და მრავალფეროვანი, ეშმაკი საკრავით ხელში, ტკბილი სიმღერებით ყველას თავისკენ ეპატიჟება, მაგრამ ხატზე ისიც მკაფიოდ ჩანს, და რაც ყოველთვის უნდა გვახსოვედეს, რომ სასუფევლისაკენ მხოლოდ ვიწრო და ძნელი გზა მიგვიყვანს. რადგან წმიდა წერილში ნათქვამია „არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მუმრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა… არცა მაგინებელთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ“.
როკ-ენ-როლის დამანგრეველი ზემოქმედება
უარყოფითი შედეგები:
1) სტატისტიკის მონაცემებით -
დიდი უმრავლესობა როკ-ენ-როლს განიხილავს როგორც გართობის უწყინარ ფორმას, ან – ვითარცა თავქარიანი ახალგაზრდობის წარმავალ გატაცებას… მაგრამ „ბითლზის“ მაგალითი ცხადყოფს საპირისპიროს: როკ-მუსიკას ძალუძს გამოიწვიოს ემოციური გაუწონასწორებლობა, პათოლოგიური ქცევა, თვით ამბოხება და რევოლუციაც კი; როკ-ენ-როლი განყენებულ მუსიკაზე მეტია – ეს არის ახალი კულტურისა და მსოფლიო რევოლუციის ენერგეტიკული ცენტრი…
1981 წელს აშშ-ში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი მეტად დამაფიქრებელი სურთი: მოზარდების 87% დღეში 3-7 საათს უსმენს როკ-მუსიკას; პორტატიული აუდიო-აპარატურის გამოჩენის შემდგომ ისინი უკვე დღეში 7-8 საათს უთმობენ აღნიშნულ საქმინაობას („მოსეირნე მსმენელი“); ერთი წლის განმავლობასში გაყიდული გრამფირფიტების 90% მოდიოდა როკ-დისკებზე (130 მილიონი, თუ არ ჩავთვლით 100 მილიონ როკ-ალბომს) – ნუთუ საჭიროა სტატისტიკის კიდევ მოშველიება იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს ფენომენი ყოვლისმომცველია და ეხება უკლებლივ ყველა მოზარდს დედამიწის ორივე ნახევარსფეროში?! განა შესაძლებელია, რომ მუსიკალური ბორგნეულობის ამ მოზღვავებამ არანაირი გავლენა არ მოახდინოს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, გონებრივმა ზნეობრივ და სულიერ პლანში, როგორც – ინდივიდუუმზე, ასევე – მასაზე?!
მაშ, რა მონაცემები იძლევა საშუალებას, რომ ზუსტად შეფასდეს როკ-ნ-როლის მოქმედება ახალგაზრდობაზე – კერძოდ, და მთელს აუდიტორიაზე – საზოგადოდ?
2) სამედიცინო თვალსაზრისით -
ა) ფიზიკურ ასპექტში:
უკვე ჩატარებულმა მრავალრიცხოვანმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ როკ-მუსიკა თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს მძიმე ტრავმებს აყენებს სმენითი აპარატის, მხედველობის, ენდოკრინული და ნერვული სისტემების არეში; ბობ ლარსონმა, თავისი სამედიცინო გუნდითურთ კლივლენდიდან, 200-ზე მეტ პაციენტში რამოდენიმე სავსებით დამაჯერებელი სიმპტომი გამოავლინა ამ მიმართულებით; მათ აღნიშნეს, რომ როკ-მუსიკას ძალუძს გამოიწვიოს უცნაური ეფექტები ადამიანის სხეულში, როგორიცაა: სუნთქვის რიტმისა და პულსის ცვლილება; ენდოკრინული ჯირკვლების სეკრეციის მომატება, კერძოდ კი – ლორწოვანი ჯირკვლისა, რომელიც ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესებს არეგულირებს; როდესაც მელოდია მაღლდება – საყლაპავი უკუმშება, ხოლო როცა დაბლდება – იგიც დუნდება; მოსმენის პროცესში ძირითადი მეტაბოლიზმი და სისხლში შაქრის შემცველობა ცვლილებას განიცდის; ამ კუთხით შეინიშნება ერთგვარი „დაკვრა“ ადამიანის ორგანიზმზე, ვითარცა – მუსიკალურ ინსტრუმენტზე, – და მართლაც, ელექტრონული მუსიკის ზოგიერთი კომპოზიტორი უკვე შეუდგა ადამიანის ტვინზე მანიპულირებას იმგვარად, რომ ჩაიკეტოს მისი ცნობიერებითი შესაძლებლობანი, მსგავსად ნარკოტიკის მოქმედებისა; როკ, თუ პოპ-მუსიკაში დომინანტი რიტმი ჯერ იპყრობს სხეულს, შემდეგ კი ენდოკრინული სისტემის ზოგიერთი ჰორმონალური ფუნქციის სტიმულირებასაც ახდენს, ეს ეფექტები ძლიერდება ბგერის ინტენსივობის ზრდასთან ერთად; 80 დეციბელზე უფრო მაღალი დონის დროს მუსიკა მსმენელში უსიამო შეგრძნებებს იწვევს; 90 დეციბელზე უფრო მაღალი დონის შემთხვევაში ის ორგანიზმისთვის მავნე შეიქმნება; როკ-კონცერტებზე 106-108 დეციბელამდე დაუფიქსირებიათ დარბაზის ცენტრში და თითქმის 120 დეციბელამდე-ორკესტრთან სიახლოვეში, – ამიტომაცაა, რომ სპეციალისტები ახალგაზრდებში ხშირად აწყდებიან ყურთასმენასთან დაკავშირებულ იმ პრობლემებს, რაც ჩვეულებრივ, ჭარმაგთათვისაა დამახასიათებელი; ახალგაზრდებში იმატა, ასევე, გულსისხლძარხვთა დაავადებებმა და ორგანიზმის წონასწორობის ცენტრის მოშლამ…
რაც შეეხება მხედველობას, – სპეციალური განათების ინტენსივობამ და ლაზერული სხივების გამოყენებამ როკ-კონცერტების ზოგიერთ ხშირ სტუმარში მხედველობის შეუქცევადი დაზიანება გამოიწვია – ამის თაობაზე პორფესორი პოლ პიმერი შემდეგ განმარტებას იძლევა; „ზოგიერთი დისკოთეკა განათების ლაზერული სისტემებითაა აღჭურვილი, თვალში მოხვედრისას ასეთი სხივი იწვევს ბადურას დამწვრობას მუდმივი ლაქის წარმოქმნით; გარდა ამისა, მუსიკის რიტმში ხშირად თავბრუსხვევას, გულისრევასა და ჰალუცინატორულ მოვლენებს აღძრავს; ზოგ ქვეყანაში თვით ხელისუფლებამ ამხილა ამგვარი პრაქტიკის საფრთხე ჯანმრთელობისათვის – კერძოდ, ბრიტანეთის მთავრობამ გაფრთხილება ამის თაობაზე გამოაქვეყნა სასკოლო გარემოს უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ ბროშურაში…“;
ცნობილი მუსიკალური თერაპევტი ადამ კნისტი როკ-მუსიკის ზემოქმედებისადმი მიძღვნილი თავისი ათწლიანი გამოკვლევის საანგარიშო მოხსენებაში იტყობინება: „როკ-მუსიკის ზემოქმედების პრობლემა, ეჭვგარეშეა, მომდინარეობს ამ მოვლენის ხმაურის დონიდან, რაც პაციენტებში მატერიალიზდება სხვადასხვა სიმპტომით, როგორიცაა; გაუცხოება, გამოფიტვა, ნარცისიზმი, პანიკა, საკვების მონელების მოშლა, ჰიპერტონია და უცნაური ნარკოტიკული მდგომარეობა (არგოტიული – „კაიფი“; ამ ჟარგონულ სიტყვას მეტყველებაში ხშირად ხმარობენ რუსულენოვანი როკ-არტისტები – მთარგ.); როკი არ გახლავთ უწყინარი დროსტარება – ის ნარკოტიკია, თანაც – უმეტესად სიკვდილმოსილი, ვიდრე – თვით ჰეროინი, რომელიც სიცოცხლეს ეგრერიგ უწამლავს ჩვენს ახალგაზრდობას…“
სექსუალური ასპექტთან დაკავშირებით კი ბობ ლარსონის სამედიცინო გუნდი კატეგორიულად ამტკიცებს: „ბას-გიტარით გამოწვეული დაბალი სიხშირის რხევები, რასაც ზედ ერთვის სინათლის განმეროებადი ზემოქმედება, მნიშვნელოვანწილად გავლენას ახდენს ზურგის ტვინის სითხის მდგომარეობაზე; ეს სითხე, თავის მხრივ, უშუალოდ ზემოქმედებს სეკრეციის მარეგულირებელ ლორწოვან ჯირკვლებზე, რის შემდეგადაც ირღვევა წონასწორობა სქესობრივი და თირკმელზედა ჰორმონებისა, აგრეთვე – ხდება სისხლში ინსულინის დონის არსებითი ცვლილება.
ვრცლად სანახავად დააჭირეთ აქ
RadioHead - ის ბიოგრაფია
წარმოშობის ადგილი ებინგდონი, ოქსფორდშირი,ინგლისი
ჟანრი/ები ალტერნატიული როკი,არტ როკი,ელექტრონული მუსიკა
აქტიური 1991-დღემდე
ლეიბლი/ები პარლოფონი
კეპიტოლ რეკორდსი
ვებგვერდი ვრცლად: www.radiohead.com
რედიოჰედი (ინგლ. Radiohead) ინგლისური როკ ბენდია, რომელიც 1986 წელს ოქსფორდშირში ჩამოყალიბდა . თავდაპირველად ჯგუფს ერქვა On A Friday. მისი შემადგენლობა შექმნიდან დღემდე არ შეცვლილა: ტომ იორკი (ვოკალი, პიანინო, რიტმ გიტარა), ჯონი გრინვუდი (სოლო გიტარა, მუსიკალური კვალიატურა), ედ ო’ბრაიენი (გიტარა, ბექ ვოკალი), კოლინ გრინვუდი (ბასი, სინთეზატორები) და ფილ სელუეი (დრამი).
1992 წელს ჯგუფმა 80-იანი წლების ისეთი ალტერნატიული როკ ბენდების გავლენით, როგორებიცაა R.E.M. , Pixies და Sonic Youth, გამოუშვა პირველი სინგლი Creep. ეს იყო მათი სადებიუტო ალბომის, Pablo Honey-ის (1993) ერთ-ერთი სიმღერის მოულოდნელი გაჰიტება, რამაც განაპირობა ის, რომ რედიოჰედს უწოდებდნენ „ერთჰიტიან საოცრებას“. მეორე ალბომით, The bends, ჯგუფმა როგორც იქნა დაიმსახურა კრიტიკოსების მოწონება დიდ ბრიტანეთში; ამ პერიოდში შეიძინა ახალი ფანებიც, რაც დამუხტული გიტარის ატმოსფეროსა და ტომ იორკის ფალცეტის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს. რედიოჰედის მესამე ალბომი, Ok Computer საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა; თავისი შთამბეჭდავი ხმითა და გაუცხოების თემებით ეს ალბომი, ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ერთ-ერთი წამყვანი ნამუშევარია.
წინააღმდეგობრივი და არაორდინალური ალბომებით, Kid A (2000) და Amnesiac (2001), რედიოჰედმა მიაღწია პოპულარობის პიკს. თუმცა ჯგუფის მუსიკალური ორიენტაცია რამდენადმე შეიცვალა, მოექცა რა ელექტრონული მუსიკის, ექსპერიმენტული ჯაზისა და თანამედროვე კლასიკური მუსიკის (Aphex Twin, Autechre, ჩარლზ მინგესი, ოლივიე მესიე) გავლენის ქვეშ. უკანასკნელი ალბომი, Hail To The Thief (2003), შეიძლება ითქვას, რომ კრიტიკის მოწონების საგნად იქცა. მასში თავმოყრილია ადრეული ნამუშევრების ყველა ასპექტი; გიტარის, ელექტრონიკისა და ლირიზმის სინთეზი საოცარ ეფექტს ახდენს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ბოლო ალბომებს ჰყავს განსხვავებული მუსიკალური გემოვნების მსმენელი, რედიოჰედი ხშირად იწოდება, როგორც თავისი დროის ყველაზე უფრო კრეატიული ბენდი, რომლის კონცერტებსაც ესწრება უამრავი ხალხი. დიდია მისი გავლენა სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებზე. რედიოჰედმა, როგორც „აუთსაიდერების“ ბენდმა, იწვნია მართლაც უდიდესი კომერციული წარმატება. ბევრი თვლის, რომ მათ სტუდია, EMI-სთან თანამშრომლობის მიუხედავად, პოლიტიკური და მუსიკალური დამოუკიდებლობა მაინც შეინარჩუნეს. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფის ახალი ალბომი სახელწოდებით In Rainbows 10 ოქტომბერს გამოვიდა.
ბიოგრაფია
ტომ იორკის ცხოვრება დაბადებიდანვე ტრაგედიით დაიწყო. მას ხუთი ქირურგიული ოპერაციის გადატანა მოუხდა ადრეულ ასაკში, რათა მარცხენა პარალიზებული თვალის კორექტირება მომხდარიყო, რაც დეფექტად დაჰყვა მას. მომღერლის განცხადებით, ბოლო ოპერაცია ცუდად ჩატარდა, რამაც მხედველობა თითქმის დაუკარგა მარცხენა თვალში; მართალია ხელოვნური კუნთის ჩასმის შემდეგ იორკმა თვალი გაახილა, თუმცა თანდაყოლილი დეფექტი დარჩა (ქუთუთოს დაბლა დაწევის გამო მისი მარცხენა თვალი ვიწროდ მოჩანს).
ტომის მამა ქიმიური დანადგარების გამყიდველი იყო, რის გამოც ოჯახს ხშირად უწევდა მოგზაურობა. საბოლოოდ, იორკები ოქსფორდშირში დასახლდნენ. შვიდი წლის ტომს პირველი გიტარა აჩუქეს და მანაც ჯგუფის Queen გიტარისტ ბრაიან მეის საშემსრულებლო სტილით შთაგონებულმა როკ-ჯგუფის შექმნა განიზრახა. ათი წლის ასაკში იგი პირველად შეუერთდა ჯგუფს ებინგდონის ვაჟთა საჯარო სკოლაში — ადგილას სადაც იგი მომავალი რედიოჰედის წევრებს — ედ ო’ბრაიენს, ფილ სელუეის, კოლინ გრინვუდსა და მის უმცროს ძმას — ჯონის შეხვდა.
ჯგუფს, რომელსაც On A Friday დაარქვეს (სახელწოდება დაკავშირებულია კვირის იმ ერთადერთ დღესთან როდესაც ბიჭებს სკოლის მუსიკალურ დარბაზში რეპეტიციის უფლება ჰქონდათ) მათივე სკოლის მუსიკის მასწავლებელი ტერენს გილმორ-ჯეიმსი აძლევდა სტიმულს. იორკის თქმით, სკოლის აუტანელი გარემოს გავლენისგან მხოლოდ მუსიკალური განყოფილება იცავდა, რომელშიც არაერთი საათი გაუტარებიათ მომავალი რედიოჰედის წევრებს დაუღალავ რეპეტიციებსა და ვარჯიშში. დასაწყისში ტომი მხოლოდ გიტარას უკრავდა და კომპოზიტორობაში ხელოვნდებოდა. ექსეტერის უნივერსიტეტში სწავლისას (ოქსფორდი), სახვითი ხელოვნებისა და ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტზე, იორკი პარალელურად დიჯეიდ მუშაობდა ერთ-ერთ კლუბში, სადაც რამდენიმე ჯგუფთან ერთად დუეტშიც უკრავდა. ასევე ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მეორე კურსზე იგი პირველად გაეცნო კომპიუტერულ ტექნიკას და აქვე შეხვდა ჯგუფის მომავალ დიზაინერს სტენლი დონვუდს. სტენლისთან ერთად სხვადასხვა პროექტებზე მუშაობისას იორკი ხშირად ხმარობს მეტსახელებს (მაგ:. „თეთრი შოკოლადის ფერმა“ და „თჩოკი“). წლების შემდეგ იორკმა სწორედ დონვუდთან ერთად მოიპვა გრემი ალბომის საუკეთესო ყდისთვის.
19 წლის ასაკში იორკი თავის მეგობარ გოგონასთან ერთად ავტოავარიაში მოყვა. თავად ტომი უვნებლად დარჩა, მისმა მეგობარმა კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. სწორედ ამას უკავშირდება იორკის ფობია მანქანების მიმართ, რაც ცხადად ჩანს სიმღერებში „Airbag“, „Killer Cars“ და „Stupid Car“. ჯგუფი On A Friday 1991 წელს განახლა, როდესაც სხვადასხვა უნივერსიტეტებში გაფანტულმა წევრებმა სწავლების კურსი დაასრულეს, რის შედეგადაც ჯგუფის სახელწოდება შეცვალეს — Radiohead და ხმის ჩამწერ კომპანიასთან EMI კონტრაქტს ხელი მოაწერეს.
სოლო ნამუშევრები
ტომ იორკის სოლო-ალბომი The Eraser (2006 წლის ივლისი), რომლის პროდიუსერიც ნაიჯელ გოდრიჩი და დიზაინერი სტენლი დონვუდი გახლდათ, გაცილებით მეტ გასაქანს იძლევა ელექტრონიკაში და მელოდიურობის ხაზსაც არ კარგავს. იორკმა ალბომის გამოშვებისთანავე უარყო ხმები მისი ჯგუფიდან წასვლის თაობაზე: „არ გინდათ ბოდვა ჩემი მოღალატეობის თუ რაღაც სისულელეების შესახებ, რაც ყველაფერ ამ ბლა ბლა ბლას გამოიწვევს… ყველაფერი მათი [რედიოჰედის წევრების] ნება-სურვილით მოხდა.“ The Eraser-მა #3 ადგილს მიაღწია ბრიტანულ ჩარტში. ა. შ. შ-ში, კანადასა და ავსტრალიაში მეორე გახდა, რის შემდეგაც ირლანდიურ ჩარტშიც კი თავისი პოზიცია დაიმკვიდრა — #9. ალბომი ნომინირებულ იქნა მერკურის მუსიკალურ დაჯილდოვებაზე, სადაც ჯგუფთან Arctic Monkeys დამარცხდა. ასევე ნომინირებული იყო გრემიზე როგორც „წლის საუკეთესო ალტერნატიული ალბომი.“
ჯონი გრინვუდი (სოლო გიტარა, მუსიკალური კვალიატურა)
ბიოგრაფია
გრინვუდს უნივერსიტეტი ახალი დაწყებული ჰქონდა, როდესაც On A Friday-მ კონტრაქტი დადო ხმის ჩამწერ სტუდიასთან EMI (1991). იგი რედიოჰედის ერთადერთი წევრია, რომელსაც პროფესიული განათლება აქვს მიღებული რაიმე ინსტრუმენტზე (კონკრეტულად კი ვიოლინოზე ბავშვობის ასაკში), თუმცა ასევე ერთადერთია რომელსაც დიპლომი არ აუღია უნივერსიტეტის მიტოვების გამო.
ჯონი გრინვუდის გავლენა რედიოჰედის შემოქმედებაზე თვალნათელია, გამომდინარე იქიდან რომ ის, ტრადიციულად, ჯგუფის წამყვანი გიტარისტის როლში გვევლინება. გარკვეული პერიოდის გამავლოაბაში გრინვუდი სამკლაურს ატარებდა დაძაბულობისგან გამოწვეული დაზიანების გამო, რაც მისი “აგრესიული” სტილის საშემსრულებლო ოსტატობით იყო განპირობებული. სამკლაურს დღესაც ხშირად ატარებს – მისივე თქმით “ეს თითების გადახვევას გავს კრივის მატჩის წინ”.
ჯონი გრინვუდი ტომ იორკთან ერთად დიდ გავლენას ახდენს რედიოჰედის რეპერტუარზე. მუსიკა, რომელიც ალბომების OK Computer და Hail to the Thief ბოლო ტრეკებშია, (“The Tourist” და “A Wolf at the Door”) სწორედ გრინვუდის შექმნილია. ტომ იორკის თქმით, სიმღერა “Just” ერთგავრ პაექრობას წარმოადგენს მის ვოკალსა და ჯონის გიტარას შორის – რომელი უფრო მაღალი აკორდის აღებას მოახერხებს. მისი პროფესიული უნივერსალურობის ნათელი დადასტურება ონდეს მარტენოტის გამოყენებაა სიმღერებში “The National Anthem” და “How to Disappear Completely” (ალბომი Kid A). სიმღერა “Where I End and You Begin” ალბომიდან Hail to the Thief ეძღვნება “ონდესის” ერთ-ერთი პიონერის ჯინ ლორიოდის ხსოვნას.
სოლო ნამუშევრები
2003 წელს გრინვუდმა გამოუშვა თავისი სოლო ალბომი Bodysong რომელიც წარმოადგენს საუნდრეკს ამავე სახელწოდების ფილმისთვის (რეჟის. სიმონ პიუმელი). ალბომში ბასის პარტია ჯონის ძმის – კოლინის მიერაა შესრულებული. 2004 წლის მაისში გრინვუდს მუშაობა შესთავაზეს ბი-ბი-სი-ს კომპოზიტორად, რამაც მას შესაძლებლობა მისცა კლასიკური ორკესტრის, პიანინოსა და ონდეს მარტენოტის გამოყენებით შეექმნა მუსიკა. მისი ნამუშევრებია: Smear, Piano for Children და Popcorn Superhet Receiver. Smear-ის პრემიერა 2004 წელს შედგა, რასაც მალევე მოჰყვა ჯონის ახალი ნამუშევარი (2005 წლის აპრილი, ბი-ბი-სი რადიო 3-ის დაკვეთით) რომელიც ბი-ბი-სი-ს სიმფონიურმა ორკესტრმა ლონდონში შეასრულა. 2006 წლის ბრიტანეთის კომპოზიტორთა დაჯილდოვებაზე ჯონი გრინვუდი სწორედ კომპოზიციისთვის “Popcorn Superhet Receiver” იქნა დაჯილდოვებულ “რადიო 3”-ის მსმენელთა მიერ(შექმნილია პოლონელი კომპოზიტორის – პენდერეკის ნაწარმოების “Threnody for the Victims of Hiroshima” გავლენით).
გრინვუდისა და იორკის ერთობლივ ნამუშევარს წარმოადგენს სიმღერა “Arpeggi”, რომელიც რედიოჰედისთვის დაიწერა და ლონდონისა და არაბეთის (ნაზარეთის) სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად იქნა შესრულებული ეზერის ფესტივალზე (2005 წლის მარტი). შემდგომში ტრეკი გადააკეთეს და ჯგუფის ფორმატს მიუსადაგეს.
დაბ-რეგეის მოყვარულმა გრინვუდმა Trojan Records-თან თანამშრომლობით გამოუშვა კრებული “Jonny Greenwood Is The Controller” (2007 წლის მარტი). ეს კომპანიის ბოლოდროინდელი არჩევანია, მას შემდეგ რაც დი ჯეი სპუკი და დონ ლეთსი ჩაწერეს. კომპანიამ გრინვუდს სიმღერების გრძელი სია წარუდგინა, რომელთაგანაც მან 17 ტრეკი ამოარჩია, რაზეც თავად უნდა შეესრულებინა პარტიები. კრებულის სახელწოდება მოდის პირველი ტრეკიდან “Dread Are The Controller” (შემსრულებლი: ლინვალ ტომფსონი). ალბომი მოიცავს სხვადასხვა მუსიკოსთა ტრეკებს: დერეკ ჰარიოტი, გრეგორი ისააკსი, ჯგუფი The Heptones და სხვ.
ედ ო’ბრაიენი (გიტარა, ბექ ვოკალი)
ბიოგრაფია
ო’ბრაიენი ცნობილია პედლების კოლექციით რომელიც ელექტრონული ეფექტების მისაღწევად გამოიყენება. ამას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჯგუფის კონცერტებისას ხმის შორ მანძლიზე მიწვდომისათვის და იმ შემთხვევაშიც კი, როცა ედის გიტარის პარტია სიმღერიდან ამოღებულია, ის პედალს იყენებს ტომ იორკის ვოკალისთვის უჩვეულო ჟღერადობის მისაცემად. მიუხედავად იმისა, რომ ედ ო’ბრაიენის ძირითადი სტატუსი ჯგუფში რითმ-გიტარისტობით განისაზღვრება, ის ხშირად სოლო-პარტიებსაც ასრულებს, როცა ჯგუფის წამყვანი გიტარისტი ჯონი გრინვუდი კლავიშებზე, სამოდულაციო სინთეზატორსა და ონდეს მარტონეტზე უკრავს. ედი თვითნასწავლი გიტარისტია და სპეც.განათლება მხოლოდ დოლის გაკვეთილებით აქვს მიღებული. თუმცა რედიოჰედში მისი დრამერობა მხოლოდ ტრეკში “There There” გამოიხატება სადაც ჯონი გრინვუდთან ერთად დამატებითი დოლის პარტიას ასრულებს, ასევე ბი-საიდისთვის “Pearly”.
მართალია ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად არის ჩართული მუსიკის შექმნაში, მაგრამ ო’ბრაიენი, ჩვეულებრივ, მონაწილეობას არ იღებს სიმღერების დაწერაში, რამოდენიმე იშვიათი გამონაკლისის გარდა (მაგალითად დასაწყისი ტრეკისა “Go To Sleep”). მანვე შექმნა ბოლო აღმასვლა სიმღერებში “The Bends” და “Street Spirit (Fade Out)“. თუმცა ედი უფრო მუსიკალური ჩარჩოების გაფაროთოებაში თანამონაწილეობს, ცდილობს არაორდინალური ხმის მიღწევაში დაეხმაროს რედიოჰედს. შედეგად, სწორედ ო’ბრაიენმა შექმნა საფინალო აკორდები ტრეკისთვის “Karma Police”, ასევე სიმღერისთვის ”Lucky” (დასაწყისში გამაბრუებელი და სევდიანი მელოდია, მისამღერში თავის უცვლელ ბექ-ვოკალთან ერთად) და “Treefingers” (აქ ედის გიტარის აკორდები ელექტრონულად გადადის ამბიენთ მუსიკაში). ასევე ო’ბრაიენი ასრულებს გიტარის სოლო-პარტიას ტრეკისთვის “Climbing Up The Walls” და წამყვან გიტარისტად გვევლინება ცოცხალი შესრულებისთვის განუმეორებელ სიმღერაში “Talk Show Host”.
ედი თავად ტომ იორკის ინიციატივით იქნა ჯგუფში მიწვეული, რადგან იორკის თქმით ის რაღაცით ბრიტანელ მომღერალს – მორისეის გავდა. ედ ო’ბრაიენი რედიოჰედის ყველაზე ფოტოგენურ წევრად ითვლება, რომელიც პუბლიკასთან ასევე ყველაზე მეტად გახსნილია. Kid A-ს და Amnesiac-ს სესიების დროს ედი ჯგუფის ვებ-გვერდზე ღია დღიურს აქვეყნებდა, რაც რედიოჰედის ფანებს ექსპერიმენტული ალბომის სიღრმეში ჩახედვის საშუალებას აძლევდა.ამის მიუხედავად ედი არასოდეს გამხდარა სარეკლამო იარაღად რედიოჰედის პოპულარობის გაზრდისათვის. ის უბრალოდ ჯგუფის ყველაზე მაღალი წევრია (6.5 ფუტი სიმაღლის. როცა ჯგუფის სხვა წევრები 6 ფუტზე მაღლები არ არიან).
რედიოჰედის გარეთ
ედმა თავისი წვლილი შეიტანა ბი-ბი-სი-ს თეატრალური სერიების საუნდრეკისთვის განკუთვნილ პროექტში “Eureka Street” ალბომის Kid A ჩაწერამდე. მან გიტარის პარტია შეასრულა საქველმოქმედო ალბომისთვის “Asian Dub Foundation”; ასევე დაუკრა შინედ ო’კონორთან და ჯგუფებთან “Blowback” და “Enemy of the enemy” ერთად პროექტისთვის ”1000 Mirrors”.
კოლინ გრინვუდი (ბასი, სინთეზატორები)
ბიოგრაფია
ჯგუფის ჩამოყალიბების პარალელურად (1988) კოლინი კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა და თანამედროვე ამერიკული მწერლობით იყო გატაცებული, რომელიც ომისშემდგომ ამერიკულ საზოგადოებას წარმოსახავდა. ამ დროისთვის ჯგუფში უკვე ირიცხებოდა კოლინის უმცროსი ძმა – ჯონი გრინვუდი. მიუხედავად იმისა რომ ჯონი სულ 14 წლის იყო, იგი მშვენივრად უკრავდა გარმონზე და კოლინმაც დაარწუნა მეგობრები რომ მისი ძმა კარგად აღზრდილი და დამჯერე ბიჭი იყო, რომელზე ზრუნვაც დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა მისთვის. On A Friday-ს მიერ ჩატარებული კონცერტების დროს კოლინი შოუს დადგმაში ეხმარებოდა ბენდს და მისივე იღბილიანი შემთხვევის წყალობით ჯგუფმა კონტრაქტი გააფორმა ხმის ჩამწერ სტუდიასთან EMI. კომპანიის წარმომადგენელმა – კეიტ უოზენკროფტმა შემთხვევით გაიცნო ფირების მაღაზიაში მომუშავე კოლინი და მალე კოტრაქტის დადება შესთავაზა მის ჯგუფს, რის შემდეგაც ბიჭებმა სახელი შეიცვალეს, დაირქვეს რა “Radiohead”.
გრინვუდი ბევრ ინტრუმენტზე უკრავს. ძირითადად კი ელექტრო და აკუსტიკურ გიტარას იყენებს. ასევე უკრავს ორმაგ ბასზე, კლავიშებზე, ციფრულ “სემპლერზე”, სინთეზატორსა და სხვადასხვა სახის პერკუსიულ ინსტრუმენტებზე. უპირატესობას “ფენდერის” ფირმის ბასს ანიჭებს. კოლინის ბას-გიტარა ყველაზე მეტ ხიბლს ანიჭებს ტრეკებს: “Exit Music” , “The National Anthem” და “Airbag” .
რედიოჰედის გარეთ
კოლინმა თავისი ძმის – ჯონი გრინვუდის სოლო-ალბომში Bodysong ბასის პარტია შეასრულა კომპოზიციაში “24 Hour Charleston” .
1997 წელს მონაწილეობა მიიღი კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კამპანიაში, სადაც თავისი მშობლიური სასწავლებლის პროპაგანდით იყო დაკავებული. იგი კემბრიჯის კურსდამთავრებულთა პოსტერზე საპატიო წევრად არის აღბეჭდილი.
კოლინი მოყვარული ფოტოგრაფია. თავის პოსტებში რედიოჰედის საიტზე Dead Air Space (2003) მან ვიქტორიასა და ალბერის სახელობის მუზეუმში გამოფენილ ფოტოებზე დისკუსია მოაწყო, სადაც ადრეული სტილით შემქნილ ფოტოებს ციფრულ სურათებს ადარებდა. საბოლოოდ, კოლინმა ფრედრიკ სომერისა და ჰაროლდ ედგერტონის ნამუშევრები მიიჩნია საუკეთესოდ.
2004 წელს ინგლისის ხელოვნების საბჭოს მიერ ჩატარებულ “ახალი თაობის პოეტთა კონკურსში” გრინვუდი ჟიურის წევრთა შორის ირიცხებოდა. იმავე წელს მონაწილეობა მიიღო რედლის კოლეჯისა და წმ. ელენესა და წმ. კატრინას სახელობის სკოლების რიგით მეექვსე ყოველწლიურ კონფერენციაში, სადაც ციფრული ტექნოლოგიის მწარმოებელთა უფლებებზე ისაუბრა. რედლის კოლეჯში მოღვაწე პროფესორმა დევიდ სმიტმა გრინვუდის საზოგადოებრივ აქტიოვობას ასეთი შეფასება მისცა: “ეს იმ მუსიკოსის თვალსაზრისია, რომლის გარეშეც ვერანაირი სახის მუსიკის შეგრძნებას ვერ შევძლებდით”.
ფილ სელუეი (დრამი)
ბიოგრაფია
რედიოჰედის პოპულარობამდე სელუეი ლივერპულის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში სწვალობდა (დღეს ეს უნივერსიტეტი ცნობილია როგორც “ლივერპულის ჯონ მურზის სახელობის უნივერსიტეტი”). ის ბევრ საგასტროლო მუსიკოსთან თანამშრომლობდა; ამავე პერიოდში ინგლისურის მასწავლებლადაც დაიწყო მუშაობა. 90-იანი წლების დასაწყსიში კი მან რედიოჰედის (მაშინ ცობილი როგორც “On a Friday”) საწყისი შემადგენლობა დატოვა და ირლანდიაში გაემგზავრა, თუმცა ჯგუფში მალევე დაბრუნდა.
დოლზე დაკვრის გარდა ფილი შიგადაშიგ ბექ-ვოკალსაც ასრულებს, რაც ყველაზე შესამჩენავდ ტრეკში “There There” ჩანს. მისი საოცრად ზუსტი სინქრონულობა და მრავალფეროვანი სტილის დოლის პარტიები უზრუნველყოფს ზუსტი და გასაგები ხმის გამოცემას რედიოჰედის ცოცხალი შესრულებით ჩატარებული კონცერტებისას.
რედიოჰედის გარეთ ტომ იორკისა და ჯონი გრინვუდისგან განსხვავებით, ფილ სელუეი აქტიურად არ არის ჩართული ჯგუფის გარეთ მოქმედ პროექტებში. თუმცა ის ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომაგდენლებთან ერთად მუშაობს. 1991 წლიდან მოყოლებული სელუეი “სამარიტან მოხალისეთა ჯგუფში” ირიცხება, რომელთა მიზანი ბრიტანეთსა და ირლანდიაში სუიციდის წინააღმდეგ პროპაგანდაა. ფილმა ჯგფუთან Dive Dive დოლის პარტია შეასრულა (2005 წლის მარტი) და გამოჩნდა მხატვრულ ფილმში “ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი”, განასახიერა რა მუსიკალური ჯგუფის The Weird Sisters ერთ-ერთი წევრი, რედიოჰედის სოლო-გიტარისტ ჯონი გრინვუდთან და ჯგუფის Pulp სოლისტ ჯერვის კოკერთან ერთად. ასევე თავისი წვლილი შეიტანა ნეილ ფინის საკონცერტო ალბომში “Seven Worlds Collide”. ახლო წარსულში შოტლანდიელმა პროდიუსერმა ჯონ მაკკიუსაკმა გაზეთთან The Scotsman მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის სელუეისთან ალბომის ჩაწერას აპირებს 2007 წელს
Subscribe to:
Comments (Atom)

