All you need is rock music

All you need is rock music
Rock RoLL <3

See all

Thursday, June 9, 2011

გერმანიისა და ავსტრიის მუსიკალური კულტურა

შესავალი
გერმანიისა და ავსტრიის საზოგადოებრივი განვითარების თავისებურებები.
იდეალისტური ფილოსოფიის გავლენა გერმანული რომანტიზმის ესთეტიკისა და ლიტერატურაზე.
გერმანიისა და ავსტრიის რომანტიკული მუსიკის პროგრესული დემოკრატიული ნისნები.


     ეროვნულ-რომანტიკული მიმართულება გერმანიისა და ავსტრიის მუსიკაში, ჯერ კიდევ ბეთჰოვენის სიცოცხლეში ჩაისახა. ეს იყო XIX  საუკუნის 10-იანი წლები, როდესაც შუბერტის რომანსები და ჰოფმანის, ვებერის, შპორის ზღაპრულ-ლეგენდარული ოპერები შეიქმნა.
            გერმანიისა და ავსტრიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურული ცხოვრებისთვის დამახასიათებელმა ღრმა წინააღმდეგობებმა დაღი დაასვა რომანტიკოს-კომპოზიტორთა ხელოვნებას.
            XVIII და XIX საუკუნეთა მიჯნაზე ეკონომიური და პოლიტიკური თვალსაზრისით გერმანია ევროპის ჩამორჩენილ ქვეყნებს მიეკუთვნებოდა.
           ფეოდალური არისტოკრატიის დესპოტური ძალაუფლება,ქვეყნის დაქსაქსულობა, ბურჟუაზიის სისუსტე და ქედმოდრეკილობა, სამრეწველო პროლეტარიატის უყოლობა - ყველაფერი ეს ბოჭავდა მის საზოგადოებრივ განვითარებას. საფრანგეთის რევოლუციამ ხელი შეუწყო გერმანელი მოსახლეობის დემოკრატიული ფენების საზოგადოებრივ განვითარებას.საფრანგეთის რევოლუციამ ხელი შეუწყო გერმანელი მოსახლეობის დემოკრატიული ფენების საზოგადოებრივი შეგნების გამოღვიძებას. მაგრამ გერმანიის შემდგომი განვითარებისთვის ნაპოლეონის ჯარების როლი ორჭოფული და წინააღმდეგობრივი იყო.
           ერთის მხრივ, ნაპოლეონი ახშობდა გერმანულ ეროვნულ კულტურას და უცხოური ბატონობის დესპოტურ ფრომებს ნერგავდა. ეს იწვევდა უფართოეს სახალხო-პატრიოტულ აღმავლობას, რომელიც ნაპოლეონის მიმტაცებლური პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული. გერმანიის უკიდურესმა პოლიტიკურმა ჩამორჩენილობამ საშუალება მისცა რეაქციულ არისტოკრატულ წრეებს ხალხის განწყობილებანი ნაციონალისტურ განწყობილებათა გასაძლიერებლადაც გამოეყენებინათ. მაგრამ გერმანელი ხალხი "საკუთარი მუშტით ომობდა უმაღლესი განკარგულებისაგან დამოუკიდებლად" და ნაპოლეონის მიმტაცებლური პოლიტიკის წინააღმდეგ ხალხის ბრძოლა ხელს უწყობდა დემოკრატიული კულტურის განვითარებას. "... გერმანელმა ხალხმა გაუძლო, შეძლო ძალ-ღონე მოეკრიბა, შეძლო ამხედრებულიყო და მოეპოვებინა თავისუფლების და დამოუკიდებლობის უფლება".
          მეორე მხრივ, გერმანული ეროვნული კულტურის ჩახშობისა და ხალხიისთვის უცხო დამპყრობლის როლში მოქმედების მიუხედავად, ნაპოლეონი ამავე დროს იყო რევოლუციის წარმომადგენელი გერმანიაში. იგი ავრცელებდა მის პრინციპებს, ანგრევდა ძველ ფეოდალურ საზოგადოებას, ნაპოლეონის ომებმა შეარყიეს ფეოდალიზმის სისტემა გერმანიაში, დააჩქარეს კაპიტალისტური ურთიერთობის განვითარება და მოსპეს ბატონყმების წესები. მიუხედავად იმ უსასტიკესი პილიციური რეჟიმისა, რომელიც გერმანიასა და ავსტრიასი დამყარდა 1815 წლის ვენის კონგრესის შემდეგ, მმართველმა რეაქციულმა წრეებმა უუფლებობის ძველ მდგომარეობასი ვეღარ დააბრუნეს გერმანელი ხალხი. მოწინავე ფენების ბრძლოლა დემოკრატიული მოქალაქეობრივი უფლებებისათვის გრძელდებოდა და ძლიერდებოდა.
           30 - 40 -იან წლებში სამრეწველო პროლეტარიატის გაჩენასთან ერთად, ბრძოლა სულ უფრო მეტად მძაფრსა და მიზანმიმართულ ფორმებს იღებდა. 40-იან წლებში რევოლუციური მოძრაობის  სამშობლოდ გადაიქცა, ხოლო გერმანელი პროლეტარიატის ბელადები - კ. მარქსი და ფ. ენგელსი - მის შემოქმედად.

სრულად სანახავად იხილეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში :
 78 (4) (09)
ვ - 73
ავტორი : ვ. კონენი
წყარო: "საზღვარგარეთის ქვეყნების მუსიკის ისტორია"

 

No comments:

Post a Comment

გთხოვთ დაიცვათ ცენზურა... რადგან ყველას გაქვთ, რეგისტრაციის გარეშე, დაკომენტარების უფლება ეს იმას არ ნიშნავს, რაც გინდათ და როგორც გინდათ წეროთ. თქვენი აზრი გამოხატეთ, მაგრამ ცენზურის დაცვით!!!