ემი ლინ ლი 1981 წლის 13 დეკემბერს დაიბადა კალიფორნიაში. სახელი ემი მშობლებმა 70-იანი წლების ჰიტის, „ემის“ პატივსაცემად დაარქვეს. მისი მშობლები ღარიბები იყვნენ, ამიტომ ის ყოველთვის ამბობს, მისი ნატვრაა, რაც შეიძლება მეტ ხალხს დაეხმაროს და ცხოვრება შეუმსუბუქოს. სწორედ ამიტომ ემი არის ამერიკის „ნაციონალური ეპილეფსიის ფონდის“ ერთ-ერთი წევრი. მას შემდეგ, რაც მისი სამი წლის და დაიღუპა, ემიმ დაწერა სიმღერა „Hello“, რომელიც თავის პირველ ალბომში შეიტანა. ეს სიმღერა თავის ოჯახს მიუძღვნა. ამ სიმღერის ცოცხლად შესრულების შემთხვევაში ის ყოველთვის ტირის და სტრესულ მდგომარეობაში ვარდება. ამიტომ კონცერტზე თავს იკავებს და ცდილობს, თავისი ტკივილი ხალხს არ მოახვიოს თავს. 2004 წლის „გრემის“ დაჯილდოებაზე ემიმ გაიმარჯვა წლის ნომინაციაში „ წლის აღმოჩენა“ და როგორც მძიმე მეტალის საუკეთესო შემსრულებელი სიმღერისათვის „Bring Me To Life“.
უეცრად ჯგუფი დატოვა მისმა დამაარსებელმა ბენ მუდმა. ეს ემი ლისთვის დიდი დარტყმა იყო, რადგან ჯგუფის დაარსებიდან ისინი პარტნიორები იყვნენ. ყველას ეგონა, რომ ჯგუფი დაიშლებოდა. ემიმ კი ამ საკითხზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „ის, რატომღაც იმდენად დათრგუნული იყო, რომ მოგზაურობის დროს მისი მელანქოლიურობა ჩვენც ცუდ ხასიათზე გვაყენებდა. ჩვენ ყველა ვიმედოვნებთ, რომ ის ახლა გაცილებით მხიარულადაა.“ მისი ადგილი კი ჯგუფში დაიკავა ტერი ბალზამომ, რომელმაც გარკვეული ცვლილებებიც შეიტანა. ემი ლი ამბობს: „როცა ბენი იყო ჯგუფში, ის ქმნიდა გიტარის პარტიას, მუსიკას, ხოლო დანარჩენს მე ვამატებდი ან პირიქით ხდებოდა ხოლმე. ერთად არასდროს დაგვიწერია სიმღერა, რადგან ეს ჩემთვის ძალიან პირადული იყო და არ მინდოდა ვინმესთვის გამეზიარებინა. ტერის მოსვლის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ ვმუშაობთ ერთად და ეს გაცილებით საინტერესო ყოფილა.“
მეორე ალბომზე მუშაობის პერიოდში ემიმ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ყოფილი მენეჯერის, დენის რაიდერის წინააღმდეგ, რომელსაც ადანაშაულებდა ფინანსურ მაქინაციებსა და სექსუალურ ძალადობაში. სასამართლო პროცესი დღემდე მიმდინარეობს, რადგან ემის საკმარისი დამამტკიცებელი საბუთები არ აღმოაჩნდა, მაგრად დენის რაიდერს წინასწარი პატიმრობა მაინც შეუფარდეს.
სანამ ბენ მუდი ჯგუფს დატოვებდა, ჯგუფმა ხუთი დაგეგმილი კონცერტი ჩაშალა გერმანიაში. მიზეზად აპარატურის ტექნიკური გაუმართაობა დაასახელეს. სინამდვილეში კი, როგორც შემდეგ გაირკვა, ბენ მუდი ისე დამთვრალა ერთ-ერთ როკ ბარში, რომ მოწამლულა. რადგან ეს ფაქტი დიდი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო, პრესაში იწერებოდა, რომ ის გაქრა, აორთქლდა. იმასაც კი ამბობდნენ, რომ ბენი მოიტაცეს და მასში გამოსასყიდ თანხას მოითხოვდნენ. ემი ლის ინიციატივით ჯგუფმა საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა. კონცერტზე შემოსული თანხა კი მთლიანად გადარიცხეს უპატრონო ბავშვთა სახლში. ნიუ-იორკში ერთ-ერთი კლიპის გადაღების დროს, ვიღაც მამაკაცი მივიდა ემისთან და ისე შემოეხვია, რომ ისინი პოლიციამ ძლივს დააშორა ერთმანეთს. როდესაც ეს პიროვნება პოლიციამ დაკითხა, მას განუცხადებია, რომ როგორც იქნა, აიხდინა ნატვრა, და ემის სხეულს შეეხო. ამ „შეხებისთვის“ კი ის 100 ათასი დოლარით დააჯარიმეს. ემი ლიმ დაწერა სიმღერა ცნობილი ფილმისთვის „ნარნიას ქრონიკა“. ეს სიმღერა ფილმისთვის რატომღაც დაიწუნეს, ხოლო ემის ისე მოეწონა, რომ თავის მეორე ალბომში შეიტანა.
მიუხედავად სკანდალებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, „Evanescence“-მა ბევრი კლიპი გადაიღო, ემი ლიმ კი განაცხადა: „ჩემო ძვირფასებო! თუ მე არ დავწერ მძიმე, ეპიკურ მუსიკას, მე ვერ ვიცოცხლებ.“
No comments:
Post a Comment
გთხოვთ დაიცვათ ცენზურა... რადგან ყველას გაქვთ, რეგისტრაციის გარეშე, დაკომენტარების უფლება ეს იმას არ ნიშნავს, რაც გინდათ და როგორც გინდათ წეროთ. თქვენი აზრი გამოხატეთ, მაგრამ ცენზურის დაცვით!!!