All you need is rock music

All you need is rock music
Rock RoLL <3

See all

Wednesday, June 29, 2011

როკის „წმიდანები“

შეინიშნება აგრეთვე ერთი ტენდენცია: „როკ-ვარსკვლავების“ წმინდანებისათვის შედარება. მაგალითად, ერთ-ეთი ჯურნალისტი წერდა: „თუკი ელვისი იყო ღმერთი, მაშინ ბითლზი იქნებოდა ქრისტე“. სტატიების სათაურებში: „მადონა - როკის წმიდანი“, „თინა თერნერი - მუსიკის წმიდანი 50 წლისაა“ და ა.შ. მაგალითად, მომღერალი ოზი ოზბორნი მღვდელმთავრად იწოდება, თუმცა თავად სურს... ქრისტე იყოს.
ჯონ ლენონმა განაცხადა: „ქრისტიანობა გადაშენდება - იგი დაპატარავდება და მერე გაქრება. მე მართალი ვარ და ჩემი სიმართლე დადასტურდება. ჩვენ ახლა უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო ქრისტე. და მე არ ვიცი, ვინ წავა პირველი - როკ-ენ-როლი თუ ქრისტიანობა“. კომენტარი აქაც ზედმეტად მიგვაჩნია.
80-იან წლებში აღმოჩნდა ფენომენი, რომელიც დღემდე ბოლომდე არ არის ახსნილი. ეს არის ფირფიტის უკუღმა დატრიალებისას გამოცემული ფარული ხმები, სხვადასხვა მიმართვები, ღვთის საგმობი სიტყვები და სატანის დიდება. საინტერესოა, რომ ეს წინასწარგანზრახულად არ კეთდება, ვინაიდან თავად სიმღერის ავტორისთვისაც კი შედეგი ყოველთვის მოულოდნელია. მაგალითად, „ბითლზების“ სიმღერაში „რევოლუცია №9“ სიტყვა №9 თორმეტჯერ მეორდება. თუ ამ ადგილს უკუღმა მოვისმენთ, გამოდის ფრაზა: „სექსუალური სიამოვნება მაგრძნობინე, მკვდარო ადამიანო“. „ლედ-ზეპელინების“ სიმღერაში „კიბე ცისკენ“, მესამე სტროფის უკუღმა მოსმენისას გამოდის: „მე უნდა ვიცხოვრო სატანისათვის“, ხოლო სიტყვებში კიდევ გაქვს დრო, რომ შეცვალო გზა, რომელსაც ადგახართ“ - „საყვარელო სატანა, შენს გარდა ვერავინ მიჩვენებს გზას“. „ბლექ ოუკ არკანზასის“ ჯგუფის სიმღერაში „როდესაც არკანზასში ელექტრობა შემოვიდა“, უკუღმა მოსმენისას გაისმის: „სატანა... სატანა... სატანა... იგი ღმერთია... ღმერთია... ღმერთია“ რის შემდეგაც დემონური სიცილი გაისმის. (ზოგიერთი სიმღერის უკუ-დატრიალების ეფექტს შეგიძლიათ მოუსმინოთ მისამართზე: http://jeffmilner.com/backmasking.htm)
ამბობენ, თითქოს არსებობს „ქრისტიანული როკის“ მიმდინარეობაც, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეეფერება. როკი მუსიკის ველური სახეობაა, სულს აშფოთებს და უარყოფით ემოციებს იწვევს, როგორ შეიძლება, ადამიანმა ასეთ მშფოთვარე მდგომარეობაში ადიდოს უფალი?! ეს იგივეა, რომ არსებობდეს „ქრისტიანული მეძაობა“ ან „ქრისტიანული მაგია“.
იმისათვის, რომ უფრო ადვილად შენიღბონ როკ-მუსიკის ჭეშმარიტი არსი, ხშირად ცდილობენ, ზნეობრივი ცხოვრების წესს შეუთავსონ იგი. მაგალითად, ელის კუპერი ასეთ „კომპრომისზე“ მიდის: „დილით ეკლესია, ღამით როკ-ენ-როლი“ წმიდა წერილი კი გვასწავლის „ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაი იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაი მის თავს-იდვას, და ერთი იგი შეურაცხყოს“ (მთ. 6.24).
უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სატანის მორიგი ნიღაბი და ხაფანგია. თუმცაღა ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება მუსიკის სხვა მრავალ ჟანრსა და შემსრულებლებს.
მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის როკ-მუსიკით გატაცება მეტად საშიშია. ნუთუ ვინმეს გაუჩნდებოდა სურვილი თუნდაც მსუბუქად გასართობად გათამაშებოდა სატანას (?!) გავიხსენოთ საყოველთაოდ ცნობილი ხატი: ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა ფართოა და მრავალფეროვანი, ეშმაკი საკრავით ხელში, ტკბილი სიმღერებით ყველას თავისკენ ეპატიჟება, მაგრამ ხატზე ისიც მკაფიოდ ჩანს, და რაც ყოველთვის უნდა გვახსოვედეს, რომ სასუფევლისაკენ მხოლოდ ვიწრო და ძნელი გზა მიგვიყვანს. რადგან წმიდა წერილში ნათქვამია „არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მუმრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა... არცა მაგინებელთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ“.

როკი და ტრანსსექსუალიზმი


როკის ერთ-ერთი განუყრელი ნიშანია ტრანსსექსუალიზმი. ეს არის მუსიკა, რომელიც ახალგაზრდებსა და მოზარდ თაობას სიყვარულის ჭეშმარიტი არსის მიმართ გარყვნილ დამოკიდებულებას უყალიბებს. „როლინგ სტოუნზის“ ერთ-ერთი წევრი ინტერვიუში ამობობს: „როკი არის სექსი და ახალგაზრდებზე მისით უნდა მივიტანოთ იერიში“. ხოლო ჯორჯ მაიკლის სიმღერაში „მინდა შენი სექსი“, ტექსტი ასე ჟღერს: „მე არ მჭირდება ბიბლია, მხოლოდ ჩამხედე თვალებში“.
საინტერესოა აგრეთვე ე.წ. „ანდროგენური (ორსქესიანი) როკის“ ისტორია. 1951 წელს ჯონ რეიმ პირველად გაუკეთა დემონსტრირება თავის „ქალურ“ თვისებებს. 1953 წელს ლითლ რიჩარდმა პირველად გაიკეთა ვარცხნილობა ქალთა სალონში, რის გამოც „ანდროგენ-როკის ნათლიმამის“ წოდება მიიღო. 1958 წლიდან გამოჩნდნენ მომღერლები, რომლებიც ფალცეტით (მამაკაცის ქალისებური ხმა) ასრულებდნენ სიმღერებს, რამაც, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, დიდი მოწონება დაიმსახურა მდედრობითი სქესის თაყვანისმცემლებში. 1966 წელს „როლინგ სტოუნზის“ ფირფიტის გარეკანზე ჯგუფის ყველა წევრი ქალის კაბებით არიან გამოსახულნი. მოგვიანებით როკ-კონცერტებზე უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ქალის ტანისამოსში გამოწყობილი მამაკაცები, რომელთა უმეტესობა ბისექსუალია და ზოგი მათგანი უკვე შიდსითაც კი გარდაიცვალა...
არა მხოლოდ როკ-მუსიკა, მისი სხვადასხვა დამატებითი კომპონენტებიც კი უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის სულზე. მაგალითად, დასავლეთის ქვეყნების დისკოთეკები სხვადასხვა მკერხელური წინადადებიებით იწვევენ ახალგაზრდებს. ერთ-ერთი დისკოთეკის კარზე დახატული ეშმაკი პირდაპირ მიმართავს ადამიანს: „შენ ვერ წახვალ სამოთხეში, ასე რომ მობრძანდი ჯოჯოხეთში“. თვალშისაცემია, რომ ამგვარი დისკოთეკები ძირითადად კვირაობით ეპატიჟებიან ახალგაზრდებს, რათა ამითაც შეურაცხყონ უფალი. ამაზე ნათლად მეტყველებს სხვა რეკლამებიც: „ღვთისგმობა - განკითხვის დღე“, „ჯოჯოხეთის სახლში ცოდვით აღსავსე ხმები გაისმის. დიჯეი დემონი“. ეს ყოველივე შემთვევითი არაა.

სატანური როკი

მესამე ფაზა უკვე სატანური როკი იყო - ოკულტიზმის გავლით სატანის კულტამდე. ამას სათავე დაუდეს „ბითლზებმა“, როცა 1968 წელს გამოუშვეს „თეთრი ალბომი“ ორი სიმღერით: „№1 რევოლუციონერი“ და „№9 რევოლუციონერი“. ამიერიდან როკ-მუსიკა სატანისკენ მიმავალ აშკარა გზას დაადგა.
1976 წლის ჟურნალ „პოპ“-ის ერთ-ერთ გამოცემაში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „დაუჯერებელი ამბები ბითლზებზე“, რომელშიც ტონი შერიდანი სილვერბითლზის შესახებ მოგვითხრობს: „მე ვიცოდი, რომ ჯონი რეგულარულად ესწრებოდა სპირიტულ სხოდმებს. ერთ-ერთი ასეთი სხდომიდ შემდეგ მან მითხრა: „ახლა ვიცი, რომ მე ბითლზთან ერთად ისეთ წარმატებას მივაღწევ, როგორიც აქამდე არცერთ ჯგუფს არ ღირსებია. ამაში ახლა დარწმუნებლი ვარ, რადგან ამ წარმატებისათვის სული ეშმაკს მივყიდე“.
„ბითლზების“ დაშლის შემდეგ ჯონ ლენონმა აშკარად დაიწყო ეშმაკისადმი მიძღვნილი სიმღერების წერა, სადაც პირდაპირ უმღეროდა ლუციფერს: „... ჩვენ ხელები გვაქვს შეკრული. მხოლოდ გამუდმებით შეგვიძლია შეგთხოვოთ: გაათავისუფლე ხალხი. 666-ია შენი სახელი“. ამ სიმღერის გამოსვლიდან 10 წლის შემდეგ ჯონ ლენონი მისივე თაყვანისმცემელმა მოკლა. როცა მას დუსვეს შეკითხვა, თუ რატომ მოკლა საყვარელი მომღერალი, განაცხადა: „მე წინააღმდეგობის გაწევა ვერ შევძელი! ეს შინაგანმა ხმებმა მაიძულეს!“. ტონი შერიდანისთვის მიცემული ინტერვიუდან ზუსტად 20 წელი იყო გასული. ალბათ, ეშმაკისაგან „ნაყიდი“ დრო ამოიწურა.
სატანური როკის მიმდევრები გახლავთ „როლინგ სტოუნზი“, რომლის სატანის ეკლესიის მთავარქურუმი გახდა მიკ ჯაგერი. ამავე მიმდინარეობას მიჰყვებოდნენ „ზე ჰუ“, „ბლექ საბათი“, „ლედ ზეპელინი“, „სტიქსი“.
როკ-მუსიკოსებს ურთიერთობა ჰქონდათ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სატანისტთან ალესტერ კროულისთან (1875-1947 წწ), რომელიც თავს მისტერ 666-დ უწოდებდა და თავის მისიას იმაში ხედავდა, რომ ოკულტური ძალები მუსიკის მეშვეობით მოეყვანა მოძრაობაში. მან ჩამოაყალიბა სამი პუნქტი:
1. ჩვენ ადამიანებზე განუწყვეტლივ განმეორებადი და ხმამაღალი მუსიკით უნდა ვიმქომედოთ;
2. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ნარკოტიკი;
3. მორალის სფეროში განვითარება მიზანდასახულად უნდა მივმართოთ;
აი, სწორედ ასეთ პიროვნებასთან ჰქონდათ კავშირი როკ-მუსიკის „მამებს“, იგი „ბითლზის“ ფირფიტის გარეკანზეც კი გამოსახეს. ჯიმ მორისონი „დორსის“ ერთ-ერთ ალბომში კროულის ქანდაკებასთან ერთად დგას.
როკ-მუსიკის მეოთხე ფაზა არის „პანკ როკი“, „პანკს“ უწოდებენ მეძავებს (ორივე სქესის) ინგლისში, ამერიკულ ინგლისურში კი ეს სიტყვა „ნაძირალას“ ნიშნავს. „პანკ-როკის“ მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ აუდიტორია თვითმკვლელობამდე, კოლექტიურ ძალმომრეობამდე მიიყვანოს. ყველაზე ცნობილი ჯგუფებია „ქისსი“, „ტოდ ნიუჯენტი და მუტანტები“, „აფროდიტეს პირმშო“. ხშირია შემთხვევა, როდესაც კონცერტის დროს პარტნიორს შარვალში ჩაკერებული სამართებლით ჭრის და მერე, გასისხლიანებულს ეკლებიანი სამაჯურით სცემს.
აღსანიშნავია, რომ როკ-მუსიკის ზოგიერთი წარმომადგენელი სატანური „ეკლესიის“ წევრია. როდესაც ფირფიტას უშვებენ, ისინი შემაღლებულ ადგილას დებენ და თავიანთი ტაძრის ქურუმს სთხოვენ, მოაჯადოვოს ეს ნაწარმოები, რათა მან წარმატება მოიპოვოს. ამ რიტუალის შემდეგ, როდესაც ფირფიტის შესალოცად დემონებს მოუხმობენ, ამავე დემონებს ევალებათ მსმენელზე ზეგავლენის მოხდენა, შეიძლება ამიტომაც არის, რომ მაგალითად, 1981 წელს გაყიდული ფირფიტების 90% როკ-დისკები იყო.
ელის კუპერმა განაცხადა, რომ დემონთან დადო ხელშეკრულება, რამაც დიდი აღიარება მოუტანა. მიკ ჯაგერი სატანის კულტის მსახური იყო და შავი მაგიის ყველა საიდუმლო კარგად იცოდა. საკუთარ თავს იგი „ხორცშესხმულ ლუციფერს“ უწოდებს. ამაზე სიმღერათა სახელწოდებაც მოწმობს: „ეშმაკისადმი კეთილგანწყობა“, „მის სატანურ უდიდებულესობას“ და „ჩემი ძმის, დემონის შელოცვა“. ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ არასდროს დაუწერია და უმღერია ისეთი სიმღერა, მანამდე ჯადოსნურ ენაზე რომ არ ყოფილიყო დაწერილი.
როკ-ჯგუფის სიმღერების ტექსტებში მრავლადაა ღმრთისმგმობი განონათქვამები, ზოგჯერ კი აშკარა სატანიზმიც კი. მაგალითად, ერთ-ერთი სიმღერის ტექსტი ასე ჟღერს: „სანთლები ციმციმებენ. სამსხვერპლოები იწვიან. უმანკოების სიკვდილი საჭიროა, მსხვერპლი შესწირეთ ლიუციფერს - ჩემს უფალს. მოიტანე სასმისი, ასწიე დანა, კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს სამსხვერპლოსთან... დაბეჯითებით მოვითხოვ, მსხვერპლი, დემონები, მსხვერპლი...“
ავსტრალიური ჯგუფი „ინქსი“ მღერის სიმღერას „ეშმაკი ჩემში. ჯგუფ „AC/DC“-ის სიმღერის ტექსტი ასეთია: „მე ვარ მგრგვინავი ჭექა-ქუხილი, წვიმის მშოველი, გრიგალად მოვედი... ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ, მაგრამ მოკვდები! ტყვეებს არ ვიყვან, არავის დავზოგავ, ვერავინ შეძლებს წინ აღმიდგეს. მე მოვიპოვე ჩემი ზარები და ჩემთან წაგიყვან ჯოჯოხეთში, შენ ჩემი იქნები... ჯოჯოხეთის ზარები“.
განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ ისეთი სიმღერები ტექსტები, სადაც ადამიანებს სრული თავისუფლებისაკენ მოუწოდებენ. მაგ: „თავისუფალი ვარ ვაკეთო ის, რაც მსურს, ვიყო ის, რაც მსურს“ და ა.შ.
უფალი კი გვეუბნება: „უარყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი შენი და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8, 34).
ჯიმი ჰენდრიქსი აცხადებს „მუსიკის მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის ჰიპოთეზირება. შეგიძლია აიძულო, ქვეცნობიერად შეასრულოს შენი სურვილი“. როგორც ჩანს, მან კარგად იცოდა ის ფარული ძალა, რაც მუსიკის მიღმა იფარება. მეცნიერული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ის მცენარეები, რომლებიც წყნარ მუსიკას „ისმენენ“, მალე ყვავიან, ხოლო როკ-მუსიკის გარემოცვაში მყოფი მცენარე ძირითადად ჭკნება და ნადგურდება. თუკი უსულო მცენარე ასე მწვავედ აღიქვამს მძიმე მუსიკას. ადვილად წარმოიდგენთ, თუ რა მოსდის ადამიანს, რომელიც ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი.
გარდა სიმღერის ტექსტისა, როკი სავსეა სატანისტური სიმბოლიკით, რაც ასე ხიბლავს დღევანდელ ახალგაზრდობას, რომლებსაც უეჭველია, აზრადაც კი არ მოსდით მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობა. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:
ამოტრიალებული ხუთქმიმიანი ვარსკვლავი - სიმბოლო მაგიისა, რომელიც სატანური რიტუალების დროს დემონთა მოხმობისას გამოიყენება. ამობრუნებული ხუთქიმიანი ვარსკვლავით გამოისახება ურჩხულის თავი, რომელიც უძველესი დროიდან სიმბოლურად ეშმაკს გამოხატავს. ამ სიმბოლოს ძალიან ხშირად ვხვდებით როკ-ანსამბლების კონცერტებზე, ფირფიტების გარეკანზე, კლიპებში.
პანი - ძველბერძნული ღვთაება, რომელიც ადამიანისა და თხის ერთობლიობას წარმოადგენს. პანი სალამურზე უკრავდა და მაგიური მუსიკის შესრულების დროს იხმობდნენ. ავსტრალიის ერთ-ერთი რადიოსადგურს ემბლემაზე გამოხატული აქვს პანი, ანუ სატანა, რომელსაც სალამურის ნაცვლად ხელთ როკ-გიტარა უპყრია. „როლინგ სტოუნზის“ ფირფიტის გარეკანზე გამოსახულია თხის ფეხი ქალის ფეხსაცმლით, სხვა ფირფიტაზე - თხის თავი, რომელიც სისხლით სავსე ქვაბში იხარშება. ალბომის სათაურია: „თხის თავის სუპი“.
„ლედ ზეპელინებსაც“ აქვთ ერთ-ერთი პოპულარული სიმღერა - „ვარსკვლავთა გზა ცისაკენ“, სადაც ერთ-ერთ სტროფში მოხსენიებულია პანი - ღვთაება, რომელიც მესალამურეს ნიშნავს: „მესალამურე გიხმობს, რათა გაჰყვე მას“. სამწუხაროდ, დღევანდელი ახალგაზრდები უსმენენ „ლედ ზეპელინების“ რჩევებს და ჯოჯოხეთისაკენ მიჰყვებიან მესალამურეს, რომელიც სიმბოლურად სატანას განასახიერებს.
სატანის რქები - პენტაგრამა: ხელების ფრომა, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება როკ-მუსიკაში - ესაა საჩვენებელი და ნეკა თითის კომბინაცია. სატანის ამ სიმბოლომ დიდი გამოხმაურება ჰპოვა და გაუცნობიერებლად ყველა ახალგაზრდა გამოსახავს როკ-მუსიკის კონცერტებზე.
ელვა - ელვის სიმბოლო აღებულია ოკულტიზმიდან და გმოხატავს სატანის სიმბოლოს. სახარებაში უფალი ამბობს: „ვხედავდ ეშმაკსა ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა“. ანსამბლი „ქისს“ და სხვა მრავალნი აქტიურად იყენებენ ამ სიმბოლოს. ნუთუ დამთხვევაა, რომ ჰიტლერის სატანურ ორგანიზაციას ეს-ეს-ს თავის სიმბოლოდ სწორედ ელვა ჰქონდა?!
ცნობილია, რომ ეშმაკს სძაგს ჯვარი, ამიტომ ყოველნაირად ცდილობს მის შეურაცხყოფას. თუმცა როკშემსრულებლები ხშირად გულსაკიდი ჯვრით „დამშვენებულნი“ მღერიან, მაგრამ ეს, მათი მხრიდან, ჯვრის დაცინვისა და გაუფასურების საშუალებად უნდა მივიჩნიოთ. შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა: რატომ შეურაცხყოფენ და ებრძვიან იმას, რისიც, თითქოსდა, თავად არ სწამთ? საქმე ისაა, რომ თვითონაც კარგად უწყიან ჯვრის ძალა და მადლი, ამიტომ ებრძვიან მას ასე თავგამეტებით შავბნელ ძალებთან „დამეგობრებული“ მუსიკოსები. ღვთისმშობლის სახელით ცნობილმა მომღერალმა მადონამ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მაცხოვრისა და ჯვარცმის შესახებ ისეთი მკრეხელური აზრი გამოთქვა, რომ უხერხულად მიგვაჩნია მისი ციტირება.
ჯვრის ამობრუნება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია სატანისტურ რიტუალებში. იგივეს იყენებენ როკმუსიკაშიც. ერთ-ერთ კლიპში მიკ ჯაგერი დემონსტრირებას უკეთებს მაისურს, რომელზეც ჯვარი უკუღმა არის გამოსახული, რაც ჯვრის ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა. მუსიკალურ კლიპებში ხშირად გამოყენებულია ალმოდებული ჯვრები, ჯვარზე გაკრული ქალები და სხვა მკრეხელური სურათები.
- ამ სიმბოლოს ჩვეულებრივ მშვიდობის ემბლემად ვიცნობთ, მაგრამ მის არსს თუ ჩავუღრმავდებითღ, სულ სხვა რამეს დავინახავთ, ეს არის ამობრუნებული ჯვარი, რომელსაც ორივე ფრთა მოტეხილი აქვს, გარშემო კი შემოვლებულია მაგიური რკალი. წმიდა წერილი მშვიდობის სიმბოლოს ქრისტეს უწოდებს, ხოლო ჯვრის ამობრუნება და მისთვის მშვიდობის სიმბოლოს სახელის წოდება ჭეშმარიტებას ბღალავს და პირდაპირ შეურაცხყოფს მშვიდობის მომნიჭებელ ქრისტეს.
666 – მხეცის რიცხვი, აპოკალიფსში ნათლად არის ნათქვამი, რომ ეს რიცხვი სატანის ნიშანია. ამიტომ თუკი ვინმე მის შესახებ მღერის ან მას უმღერის, ეს იგივეა, რომ ეშმაკს უმღეროს. ეს რიცხვი გამოსახულია ანსამბლ „ბლექ საბითის“ (ამ ჯგუფის სახელწოდება, რაც თარგმანში შავ შაბათს ნიშნავს, თავისთავად მრავლისმეტყველია) ფირფიტის გარეკანზე. იგივე რიცხვს იყენებენ ანსამბლები „პლაზმატიკი“, „აფროდიტეს პირმშო“, „მის იქსი“ და სხვ. გამოდის ფირფიტები სახელით „მხეცის რიცხვი“.

მძიმე როკი


როკი მალე უხეშ, „მძიმე როკად“ გარდაიქმნა. ამ მიმდინარეობის მთავარი წარმომადგენლები იყვნენ ჯერი ლი ლუისი, სტივ ნიკსი, ელის კუპერი. რიტმი (ბიტი) გართულდა, უფრო ძლიერი და მძაფრი გახდა. ღრმად გამოიკვლიეს აფრიკელ ტომთა მუსიკალური მემკვიდრეობა, შეისწავლეს ლათინურ-ამერიკული ტრადიციების რიტუალები, „ვოდუ“-ს მუსიკა, რომელიც დაკავშირებული იყო ფალოსის კულტთან, შელოცვებთან და ჯადოსნობასთან. „ბიტი“ - ესაა რეგულარული პულსაციის განუწყვეტელი გამეორება მოკლე რიტმებთან შეთანხმებით. „ბიტი“ მკვეთრად მოქმედებს პიროვნების ფიზიკურ და ემოციურ გრძნობებზე, იწვევს მსმენელთა ნერვული სისტემის აღგზენბასა და გონების დამბლასაც კი. ბგერათა სიხშირე 120 დეციბელამდე ადის, რაც ადამიანის მიერ აღსაქმელ ზღვარს აღემატება.
ეს იყო პირდაპირი შტურმი პიროვნების წინააღმდეგ, ეროტიკული მისწრაფებების აღმგზნებ „ბიტს“ თან ერთვოდა ადამიანის მომნუსხველი, გამაღიზიანებელი ხმაური, რომელიც ნერვიული სისტემის გადაძაბვას, უკონტროლო გრძნობას იწვევდა, ანუ ეს იყო მოკლე გზა „ჯოჯოხეთისაკენ“.
შემდეგი ჟანრი იყო შმაგი როკი, ნარკოტიკის ჟარგონული სახელი, როგორც ები ჰორმანმა განაცხადა, „როკი გვევლინება რევოლიუციის სათავედ. ცხოვრების ჩვეულებრივი სტილია ნარკოტიკები, უცნაური ტანსაცმელი, ყველაფრის დამაკმაყოფილებელია როკ-მუსიკა. სწორედ ესაა რევოლუცია“.

მუსიკის მავნე ზეგავლენის შესახებ ადამიანის სულზე

  მართლმადიდებლობა მხოლოდ დოგმატების სიწმინდე როდია, არამედ ტრადიციების ერთიანობისა და მთლიანობის შენარჩუნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ მართლმადიდებლობა წმინდა გადმოცემების სავსებაა.
   რატომ ფლობს მუსიკა ესოდენ მიმზიდველობასა და ძალას? როგორ მოქმედებს ხმა ადამიანის ფსიქიკაზე? არსებობს თუ არა ორგანული კავშირი მუსიკასა და მათემატიკას შორის? (მეცნიერების დედოფალის) ამ საკითხებზე მსჯელობდნენ უკვე ძველი ფილოსოფოსები. ეს პრობლემები ჩვენს დროშიც არანაკლებ აქტუალურია.
   მუსიკაზე წარმოდგენა, როგორც სამყაროს ჰარმონიასა და სტრუქტურაზე, მიმდინარეობს ჯერ კიდევ ანტიკური ფილოსოფიური ტრადიციიდან, პითაგორადან პლატონამდე და მათ შთამომავლობამდე პლატონის აკადემიის კარიბჭეზე წარწერა მეტყველებს, რომ აქ შემოსვლა მხოლოდ მათ შეეძლოთ, ვინც შეისწავლიდა მათემატიკასა და მუსიკას. ამ საგნების ცოდნის გარეშე ფილოსოფიის წვდომა შეუძლებელია.
   პითაგორელებისთვის მზისა და ვარსკვკლავების მოძრაობა ისმოდა, როგორც სფეროთა და კოსმიურ სიმღერათა საიდუმლო მელოდია. ჯერ კიდევ პითაგორამდე მცხოვრები მუსიკოსი ორფეოსი იმორჩილებდა ველურ ცხოველებს. ორფეოსის სიკვდილიც სიმბოლურია და მითოლოგიური. მას კლავენ და ნაწილებად იყოფენ განეისხებული მხეცები. მუსიკას არა მხოლოდ ჰარმონიის მომტანი ძალა აქვს, არამედ საიდუმლო მოქმედებითი სამყარო.
უძველეს ექიმებს მუსიკის დახმარებით შეეძლოთ ავადმყოფობისგან განკურნება. ისინი ავადმყოფისთვის მელოდიებს არჩევენ, იმგვარი ყურადღებითა და სიფრთხილით როგორც ამზადებენ წამლებს, ითვლებოდა რომ ადამიანის თითოეულ ორგანოს შეესაბამება განსაკუთრებული ბგერა ან ბგერათა წყვილი. ხმებით შეიძლება ადამიანის განკურნებაც და მოკვლაც... ძველ პერიოდში აღმოსავლეთში იყო წამების განსაკუთრებული სახეობა: ხმამაღალი, ამაღელვებელი ბგერები ანგრევდნენ ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლო რიტმებს, იშლებოდა ჭკუიდან და კვდებოდა, თითქოს თვალსა და ხელს შუა დნებოდა. პლატონის ჩამაფიქრებელი გამონათქვამის მიხედვით, მუსიკას შეუძლია სახელმწიფოს დანგრევაო.
   მუსიკა ყველაზე ინტიმური სფეროა ხელოვნებაში, სადაც მკაფიოდ ვლინდება ჰარმონია და რიტმი. უნდა ითქვას, რომ ანტიკური ტრადიციიდან მოყოლებული მრავალი კონცეფციაა მუსიკის შესახებ. ცნობილი ფილოსოფოსი და ხელოვნებათმცოდნე ლოსევი სპეციალურად იყო დაკავებული მუსიკის თეორიით.
   აბსტრაქციონიზმის დამაარსებელი, მხატვარი და ხელოვნების თეორეტიკოსი კანდინსკი თვლიდა, რომ იდეა და მუსიკა ანალოგიურია. ხმა ეს არის საგნის ენა. ყველა ცოცხალი მღერის, ყველაფერი არსებული ახმოვანებს.
   ხმა სამყაროთა კავშირია.
   თანამედროვე საზოგადოებამ ასახვა ჰპოვა ხელოვნებაში და განსაკუთრებით მუსიკაში. ისეთი სახის მუსიკა როგორიცაა როკი, დემონური მისტერია და სიკვდილის და დაცემის არსი. როკ-მუსიკა ახდენს გონების პარალიზებას, კლავს გრძნობებს, ამძიმებს სულს, ნარკოტიკულ მდგომარეობაში აყენებს, თითქოსდა ხელში აყვანილი ჩაჰყავს ჯოჯოხეთში. ეს მუსიკა არის კატასტროფის და კაცობრიობის გაცამტვერების მომასწავებელი. ეს არის პროტესტი აჯანყება ყოველგვარი კანონების წინააღმდეგ, როგორც ტირანია ადამიანზე. პირველი პროტესტი აღმოხდა სატანის ბაგეებიდან.
   როკ-მუსიკაში ადამიანი ტკბება თავისი სულის ბნელი კუნჭულებიდან ამომავალი მოქმედებებით. როკისა ცნებებში გამოსჭვივის უფლისადმი სიძულვილი და სატანისადმი სიყვარული. 
   სამწუხაროდ დღეს ყველა ქრისტიანმა როდი იცის ესოდენ საშიში გამანადგურებელი გატაცების შესახებ, როგორიცაა კა. ეს მოვლენა უკიდურესად აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია ყოველი წესიერი ადამიანისათვის, რომ აღარაფერი ვთქვათ ქრისტიანებზე. როკ-მუსიკით გატაცება პირდაპირ ჯოჯოხეთისკენ ისტუმრებს ახალგაზრდობას, მისი გზა მოფენილია ისეთი საშინელი, საძაგელი, სასიკვდილო ცოდვებით, როგორიცაა: სიძვა, ნარკომანია დოზის გადამეტებით გამოწვეული სიკვდილი, ძალადობით, თვითმკვლელობით და ა.შ. როკ-მუსიკის ტექსტებისა და როკ-ვარსკვლავების გამომწვევ გამოსვლებში ხშირად გაისმის ღვთისმგმობელი სიტყვები, აბუჩად იგდებენ უფალ იესო ქრისტეს, ჯვარს. იმისთვის რათა საბოლოოდ გარყვნან ახალგაზრდობა სიმღერების ჩანაწერებში ჩადებულია ე.წ “ქვეცნობიერი ინფორმაცია” ანუ საზარელი სიტყვები, მოწოდებები. წყევლა, რაც ჩანაწერების უკუღმა მოსმენის დროს კარგად ისმის. ეს ინფორმაციები შემდეგი სახისაა: თვითმკვლელობისკენ მოწოდება, მკვლელობა და ძალადობისკენ მოხმობა, სატანის მსახურება. აღსანიშნავია რომ როკ-ენ-როლის ყველა ავტორი სატანური ეკლესიის წევრია, ხოლო როკ-ჯგუფების უმრავლესობა ამა თუ იმ ლუციფერულ რელიგიას აღიარებს.
   ლის კუპერმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ დემონთან დადო ხელშეკრულება, ხოლო მიკ ჯაგერი თავს “ხორცშესხმულ ლუციფერს” უწოდებდა. ჯონ ლენონმა “ეშმაკის თეთრი ალბომის” საჯაროდ შესრულებისას თქვა “ქრისტიანობა გადაშენდება. იგი დაპატარავდება. ჩვენ ახლა უფრო პოპულარულები ვართ ვიდრე იესო ქრისტე”.
   როკ-კონცერტების უმრავლესობას დიდი მსხვერპლი ახლავს თან. გონდაკარგული ბრბოს ზედახორაში ზოგს თელავენ, ან ახრჩობენ, ზოგს კი ნარკოტიკის ზედმეტი დოზა უღებს ბოლოს. ლოს-ანჯელესში ერთერთ კონცერტზე 650 ახალგაზრდა დაიღუპა, ამ ახალგაზრდების ამოცნობა ვერ მოხერხდა. ეს ახალგაზრდები უმეტესად ოჯახიდან გამოქცეულები იყვნენ.
   “ჯოჯიხეთის ზარები” სწორედ ეს სახელი შეჰფერის ყველაზე მეტად ამ ჯოჯოხეთურ ღრიანცელს, შეძახებებს, აღვირახსნილ ვნებებს, კაცის დაცემული ნების აულაგმავ თარეშს. აქ ადამიანებს ეშმაკთან შეუკრავთ წრე და გამალებით ცეკვავენ. ნურავინ იფიქრებს, რომ ქრისტიანს შეუძლია ხანდახან მაინც უსმინოს ამგვარ, თითქოს შედარებით უწყინარ სიმღერებს. განა შეიძლება ქრისტიანი ისე გასართობად გაესაუბროს ეშმაკს, ანდა მასთან ერთად ილხინოს. ყოველი ადამიანისთვის მისით გატაცება არის საკუთარი სარწმუნოების ღალატი, უფლის შეურაცხყოფა. მისგან დაშორება, სატანასთან გათამაშება.

Jesus Christ Superstar (შეიძლება თუ არა როკ მუსიკამ ადამიანი ეკლესიამდე მიიყვანოს?)

დღეს ინტერნეტ სივრცეში მრავალ სტატიას შეიძლება წავაწყდეთ მსგავსი სათაურებით: როდესაც მუსიკა ღმერთს ეწინააღმდეგება, მუსიკის მავნე ზეგავლენის შესახებ ადამიანის სულზე, სატანური როკი და ა.შ.
ყოველი მათგანი გაჯერებულია როკ-მუსიკის მავნებელი ზემოქმედების შესახებ შემცველი ინფორმაციით. ცხადია, როგორც იტყვიან ხოლმე - "Нет дыма без огня", თუმცა, ყოველთვის არსებობს გამონაკლისიც. "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი" როკ მუსიკის იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც მელომანები ეპოქალურს უწოდებენ. მუსიკის ავტორი ენდრიუ ლოიდ უებერი (Andrew Lloyd Webber) გახლავთ. აღნიშნული ფილმის შესახებ მორწმუნეთა აზრები არაერთგვაროვანია.
გთავაზობთ მცირე ამონარიდს მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ ალექსანდრეს (გალდავა) დღიურებიდან, რომელიც არაერთხელ გამოქვეყნებულა სხვადასხვა ინტერნეტ ჟურნალში:


8 იანვარი, ორშაბათი

დილით, ჩვეულებისამებრ, ჩავრთე რადიო და გავიგონე ნაცნობი ხმა, რომელსაც როკოპერა "იესო ქრისტე - სუპერსტარის" შესახებ მიჰყავდა გადაცემა. გამახსენდა ჩემი ბავშვობა, როდესაც სკოლის პერიოდში გრძელი თმებითა და დახეული ჯინსებით დავდიოდი და მე და ჩემი მეგობრები ვუკრავდით და ვბაძავდით როკმუსიკოსებს. იმ ფულს, რომელსაც მშობლები ყოველდღიურად გვაძლევდნენ, ვაგროვებდით და ნახმარ ინსტრუმენტებს ვყიდულობდით. ვძვრებოდით დასაკრავად სარდაფებში, გვყრიდნენ მეზობლები, ვაწუხებდით და გვაწუხებდნენ. მთელ ჩვენს დროსა და ენერგიას დაკვრას ვუთმობდით. გვიხაროდა, დამოუკიდებლები ვიყავით სრულიად, გვქონდა ჩვენი სამყარო, რომელიც სავსე იყო მუსიკით და თავისუფლებით...
ჩვენი შთაგონების წყარო სწორედ ეს როკოპერა "სუპერსტარი" იყო, რომელიც სახარების შინაარსზეა აგებული. თუმცა, ბავშვობაში მისი მოსმენისას, ჩემში მას არანაირი რელიგიური გრძნობა არ გაუღვიძებია; დღევანდელი გადასახედიდან კი ვხვდები, რომ ეს იყო სახარებისეული შინაარსის მიწოდების მცდელობა არარელიგიური, თავისუფალი, ჰიპური ახალგაზრდებისათვის, რომლებიც თავისით არასდროს წაიკითხავდნენ სახარებას. ეს არის მათ ენაზე მიტანილი რელიგიური მუსიკა. ასევე მახსენდება (როცა უკვე ზილოტი მოძღვარი ვიყავი და ჩემს წარსულზე ხაზი მქონდა გადასმული), როგორ მოვხვდი უწმინდესთან მიღებაზე. თანამედროვე ხელოვნებაზე საუბრისას, პატრიარქმა აღნიშნა "სუპერსტარისადმი" თავისი სიმპათია.
ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა შევიტყე, რომ ბავშვობის გატაცება ამ მუსიკით არ ყოფილა დასაძრახი! თურმე, უწმინდესს თვითონ ჰქონია დასაკრავი ინსტრუმენტები და თვითონ წერს მუსიკას. ერთი სული მქონდა, სახლში დავბრუნებულიყავი, გამომეღო გადამალული ინსტრუმენტი და დამეკრა.

ბასილი დიდი ამბობს, ქრისტიანი უნდა ემსგავსოს ფუტკარს, რომელიც სხვადასხვა ყვავილისაგან აგროვებს ნექტარს და ქმნის თაფლს, ანუ საუკეთესოს. ასევე, წინასწარმეტყველმა მოსემ, ეგვიპტიდან გამოსვლის დროს, ღვთის ბრძანებით გამოიტანა ეგვიპტელების მთელი საგანძური, რაც სიმბოლოა ადამიანური სიბრძნისა. ის, რაც კაცობრიობამ მოიპოვა კეთილი, ქრისტიანმა არ უნდა უგულებელყოს, არამედ გამოიყენოს და წარმართოს ღვთის სადიდებლად. "ყოველი მოცემაი კეთილი, და ყოველი ნიჭი სრული, ზეგარდამო არს შთამომავალი ღვთისა და მამისა."

Top 100 Rock Guitarist

1. Jimi Hendrix* - Jimi Hendrix Experience
2. Eric Clapton - Yardbirds, Cream, Derek & The Dominos, Solo
3. Jimmy Page - Yardbirds, Led Zeppelin, The Firm
4. Jeff Beck - Yardbirds, Jeff Beck Group, Solo 
5. Eddie Van Halen - Van Halen
6. Stevie Ray Vaughan* - Stevie Ray Vaughan & Double Trouble
7. Joe Satriani - Solo 
8. Ritchie Blackmore - Deep Purple, Rainbow, Blackmores Night პირველ-მეორე!!!!!!
9. Steve Vai - David Lee Roth, Whitesnake, Solo
10. David Gilmour - Pink Floyd, Solo 
11. John Petrucci - Dream Theater, Liquid Tension Experiment 
12. Randy Rhoads* - Quiet Riot, Ozzy 
13. Allan Holdsworth - Solo
14. Paul Gilbert - Mr. Big, Racer X, Solo
15. Yngwie Malmsteen - Rising Force, Soloსამეულში!!!!
16. Phil Keaggy - Glass Harp, Solo
17. Jason Becker - Cacophony, David Lee Roth Band, Solo
18. John Mclaughlin- Mahavishnu Orchestra
19. Duane Allman* - Allman Brothers Band, Derek & the Dominos
20. Chuck Berry - Solo
21. Eric Johnson - Solo
22. Steve Howe - Yes, Solo
23. Neal Schon - Santana, Journey, Solo
24. Brian May - Queen ხუთეულში!!!!!
25. Gary Moore - Thin Lizzy, Colosseum II, Skid Row, Solo
26. Bo Diddley - Solo
27. Steve Morse - Deep Purple, Dixie Dregs, Steve Morse Band, Solo 
28. Carlos Santana - Santana
29. Tony Iommi - Black Sabbath????? 10 ეულში
30. Buckethead - Solo, Praxis, Thanatopsis, The Deli Creeps, Cornbugs, GNR, 
31. Mark Knopfler - Dire Straits, Solo
32. Marty Friedman - Cacophony, Megadeth, Solo
33. Nuno Bettencourt - Extreme, Mourning Widows
34. Shawn Lane* - Black Oak Arkansas, Willy, Solo
35. Kirk Hammett - Metallica
36. Uli Jon Roth - Scorpions, Solo
37. Terry Kath* - Chicago Transit Authority
38. Alex Lifeson - Rush
39. Frank Zappa* - Mothers of Invention, Solo
40. Rory Gallagher* - Solo
41. Dimebag Darrell* - Pantera
42. Peter Green - Fleetwood Mac, Solo
43. Robin Trower - Procal Harum, Solo
44. Slash - Guns N' Roses, Slash's Snakepit, Velvet Revolver
45. Mick Taylor - John Mayall's Bluesbreakers, Rolling Stones
46. Robert Fripp - King Crimson
47. Tom Morello - Rage Against the Machine, Audioslave
48. Michael Schenker - Scorpions, UFO, MSG, Contraband 
49. Ry Cooder - Solo
50. Angus Young - AC/DC
51. Keith Richards - Rolling Stones, Solo
52. Michael Angelo Batio - Nitro, Solo
53. John Squire - Stone Roses
54. Pete Townshend - The Who
55. Steve Hackett - Genisis
56. Zakk Wylde - Ozzy Osbourne, Black Label Society
57. George Harrison* - Beatles, Traveling Wilberys, Solo
58. Alvin Lee - Ten Years After
59. Dave Davies - Kinks
60. Jerry Cantrell - Alice In Chains, Solo
61. Steve Stevens - Billy Idol
62. Johnny Winter - Solo
63. Dickie Betts - Allman Brothers Band, Dickey Betts & Great Southern
64. John Cipollina* - Quicksilver Messenger Service
65. Kenny Wayne Shepherd - Kenny Wayne Shepherd Band
66. Steve Cropper - Booker T. & MG's/Stax sessions
67. Adrian Belew - King Crimson
68. Joe Bonamassa - Solo
69. Steve Lukather - Toto, Solo
70. Jerry Garcia* - Grateful Dead
71. Joe Perry - Aerosmith
72. Prince - Prince & The Revolution
73. Kim Mitchell - Max Webster, Solo
74. Adrian Smith - Iron Maiden
75. Dave Murray - Iron Maiden 10 ეულში!!!!!
76. Neil Young - Buffalo Springfield, CSNY, Solo
77. Billy Gibbons - ZZ Top
78. Tony MacAlpine - Solo
79. Mike McCready - Pearl Jam
80. Adam Jones - Tool
81. Gary Hoey - Solo
82. Leslie West - Mountain, Solo
83. Peter Frampton - Humble Pie, Frampton's Camel, Solo
84. Dick Dale - Del-Tones
85. Vito Bratta - White Lion
86. Mickey "Guitar" Baker - 50's sessions/ Mickey & Sylvia
87. John Frusciante - Red Hot Chili Peppers
88. Ronnie Montrose - Montrose, Edgar Winter Group
89. Mick Ronson* - David Bowie, Solo
90. Roy Buchanan* - Solo
91. Warren Haynes - Allman Brothers Band, Gov't Mule
92. Vinnie Moore - Alice Cooper, Solo
93. Robbie Krieger - Doors, Solo
94. Chris DeGarmo - Queensryche
95. Jake E. Lee - Cutting Crew, Ozzy, Badlands, Solo 15 ეულში!!!!!
96. Glen Tipton - Judas Priest
97. Joe Walsh - James Gang, Eagles, Solo
98. K.K. Downing - Judas Priest
99. Eddie Hazel* - Funkadelic
100. Alex Skolnick - Testament

Evanescence

ყველაფრი ამერიკაში, არკანზასის შტატში დაიწყო. ჯგუფის ახლანდელი სოლისტი ემი ლი ერთ-ერთ ბანაკში ისვენებდა, სადაც რა თქმა უნდა თავისუფალ დროს მუსიკას უთმობდა. ახალგაზრდულ ბანაკში ხშირად ეწყობოდა გასართობი საღამოები, რომლებიც მუსიკის გარეშე წარმოუდგენელი იყო. სწორედ იქ აღმოუჩენია ჯგუფის მეორე წევრს ბენ მუდს ემი ლი, როდესაც ის ფორტეპიანოზე თავის კომპოზიციას ასრულებდა. ბენ მუდი იმდენად მოხიბლულა, რომ იქვე დაბადებულა იდეა ჯგუფის შექმნის თაობაზე. ემის ბევრი ფიქრი არც დასჭირვებია, რადგან ეს მისი ოცნებაც იყო. ჯგუფი 90-იანი წლების ბოლოს ჩამოყალიბდა. ემი ლის და ბენ მუდის გარდა, ჯგუფის წევრები არიან გიტარისტი — ჯონ ლეკომპტი და დრამერი — როკი გრეი. ეს ოთხი ადამიანი თავიდანვე კარგად შეეწყო ერთმანეთს, რადგანაც მათ ერთნაირი მუსიკალური გემოვნება და აზრები ჰქონდათ. კარგა ხნის განმავლობაში მათი შემოქმედება მხოლოდ ვიწრო წრემ იცოდა, რადგან არ გააჩნდათ სახსრები ფართომასშტაბებიანი კონცერტების გასამართავად. მიუხედავად ამისა, ჯგუფს თავიანთი მსმენელი მაინც ჰყავდა, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მატულობდა. 90-იანი წლების ბოლოს, ქალაქში ორი უკიდურესობა იყო: ან უკრავდნენ ტიპიურ „DEATH“-მეტალს ან მსუბუქ, ძველმოდურ მუსიკას. ჯგუფის პოპულარობას ისიც ზრდიდა, რომ ემილი გახლდათ ერთადერთი ქალი, რომელიც იმ დროისთვის როკ ჯგუფში უკრავდა. მეორე სიმღერა, რომელიც მათ დაწერეს, იყო შვიდწუთიანი სასაცილო გოთიკური ჟანრის. ადგილობრივმა რადიომ გაუშვა ეს სიმღერა ეთერში. სწორედ აქედან დაიწყო მათი პოპულარობა. გაიზარდა მოთხოვნა მათ კონცერტებზეც. ბენ მუდი იხსენებს: „ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩვენი შრომა დაფასდებოდა და ეს ასეც არის. აქამდე ხალხმა არც კი იცოდა ვინ ვიყავით, ან სად შეიძლებოდა ჩვენი ნახვა. ახლა კი მოთხოვნა ჩვენზე ერთიორად გაიზარდა.“ მათი სიმღერები არა მარტო ჩარტებში ხვდებოდა, პირველ ადგილსაც კი იკავდებდა. ჯგუფმა სახელი ბევრჯერ შეიცვალა. თავიდან ერქვათ „Childish in Intention“, შემდეგ „Striken“. მათი საბოლოო სახელი „Evanescence“ „უეცარ გაქრობას“ ნიშნავს, მაგრამ რაც ჯგუფი ჩამოყალიბდა, ის სულ წინ და წინ მიიწევს. ამის დასტურია მათი პირველი ალბომი „Fallen“, რომელიც 2003 წელს გამოვიდა, 14 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა, მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და ექვსჯერ გახდა პლატინის მფლობელი.

ემი ლინ ლი 1981 წლის 13 დეკემბერს დაიბადა კალიფორნიაში. სახელი ემი მშობლებმა 70-იანი წლების ჰიტის, „ემის“ პატივსაცემად დაარქვეს. მისი მშობლები ღარიბები იყვნენ, ამიტომ ის ყოველთვის ამბობს, მისი ნატვრაა, რაც შეიძლება მეტ ხალხს დაეხმაროს და ცხოვრება შეუმსუბუქოს. სწორედ ამიტომ ემი არის ამერიკის „ნაციონალური ეპილეფსიის ფონდის“ ერთ-ერთი წევრი. მას შემდეგ, რაც მისი სამი წლის და დაიღუპა, ემიმ დაწერა სიმღერა „Hello“, რომელიც თავის პირველ ალბომში შეიტანა. ეს სიმღერა თავის ოჯახს მიუძღვნა. ამ სიმღერის ცოცხლად შესრულების შემთხვევაში ის ყოველთვის ტირის და სტრესულ მდგომარეობაში ვარდება. ამიტომ კონცერტზე თავს იკავებს და ცდილობს, თავისი ტკივილი ხალხს არ მოახვიოს თავს. 2004 წლის „გრემის“ დაჯილდოებაზე ემიმ გაიმარჯვა წლის ნომინაციაში „ წლის აღმოჩენა“ და როგორც მძიმე მეტალის საუკეთესო შემსრულებელი სიმღერისათვის „Bring Me To Life“.

უეცრად ჯგუფი დატოვა მისმა დამაარსებელმა ბენ მუდმა. ეს ემი ლისთვის დიდი დარტყმა იყო, რადგან ჯგუფის დაარსებიდან ისინი პარტნიორები იყვნენ. ყველას ეგონა, რომ ჯგუფი დაიშლებოდა. ემიმ კი ამ საკითხზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „ის, რატომღაც იმდენად დათრგუნული იყო, რომ მოგზაურობის დროს მისი მელანქოლიურობა ჩვენც ცუდ ხასიათზე გვაყენებდა. ჩვენ ყველა ვიმედოვნებთ, რომ ის ახლა გაცილებით მხიარულადაა.“ მისი ადგილი კი ჯგუფში დაიკავა ტერი ბალზამომ, რომელმაც გარკვეული ცვლილებებიც შეიტანა. ემი ლი ამბობს: „როცა ბენი იყო ჯგუფში, ის ქმნიდა გიტარის პარტიას, მუსიკას, ხოლო დანარჩენს მე ვამატებდი ან პირიქით ხდებოდა ხოლმე. ერთად არასდროს დაგვიწერია სიმღერა, რადგან ეს ჩემთვის ძალიან პირადული იყო და არ მინდოდა ვინმესთვის გამეზიარებინა. ტერის მოსვლის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ ვმუშაობთ ერთად და ეს გაცილებით საინტერესო ყოფილა.“

მეორე ალბომზე მუშაობის პერიოდში ემიმ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ყოფილი მენეჯერის, დენის რაიდერის წინააღმდეგ, რომელსაც ადანაშაულებდა ფინანსურ მაქინაციებსა და სექსუალურ ძალადობაში. სასამართლო პროცესი დღემდე მიმდინარეობს, რადგან ემის საკმარისი დამამტკიცებელი საბუთები არ აღმოაჩნდა, მაგრად დენის რაიდერს წინასწარი პატიმრობა მაინც შეუფარდეს.

სანამ ბენ მუდი ჯგუფს დატოვებდა, ჯგუფმა ხუთი დაგეგმილი კონცერტი ჩაშალა გერმანიაში. მიზეზად აპარატურის ტექნიკური გაუმართაობა დაასახელეს. სინამდვილეში კი, როგორც შემდეგ გაირკვა, ბენ მუდი ისე დამთვრალა ერთ-ერთ როკ ბარში, რომ მოწამლულა. რადგან ეს ფაქტი დიდი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო, პრესაში იწერებოდა, რომ ის გაქრა, აორთქლდა. იმასაც კი ამბობდნენ, რომ ბენი მოიტაცეს და მასში გამოსასყიდ თანხას მოითხოვდნენ. ემი ლის ინიციატივით ჯგუფმა საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა. კონცერტზე შემოსული თანხა კი მთლიანად გადარიცხეს უპატრონო ბავშვთა სახლში. ნიუ-იორკში ერთ-ერთი კლიპის გადაღების დროს, ვიღაც მამაკაცი მივიდა ემისთან და ისე შემოეხვია, რომ ისინი პოლიციამ ძლივს დააშორა ერთმანეთს. როდესაც ეს პიროვნება პოლიციამ დაკითხა, მას განუცხადებია, რომ როგორც იქნა, აიხდინა ნატვრა, და ემის სხეულს შეეხო. ამ „შეხებისთვის“ კი ის 100 ათასი დოლარით დააჯარიმეს. ემი ლიმ დაწერა სიმღერა ცნობილი ფილმისთვის „ნარნიას ქრონიკა“. ეს სიმღერა ფილმისთვის რატომღაც დაიწუნეს, ხოლო ემის ისე მოეწონა, რომ თავის მეორე ალბომში შეიტანა.

მიუხედავად სკანდალებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, „Evanescence“-მა ბევრი კლიპი გადაიღო, ემი ლიმ კი განაცხადა: „ჩემო ძვირფასებო! თუ მე არ დავწერ მძიმე, ეპიკურ მუსიკას, მე ვერ ვიცოცხლებ.“

Qween



ქუინი არის ბრიტანული როკ-ჯგუფი, რომელიც მოღვაწეობდა 1970-1991 წლებში (ფრედი მერკურის გარდაცვალება მიიჩნევა ბენდის არსებობის დასასრულად, მიუხედავად იმისა, რომ 1992 და 1995 წლებში კიდევ ორი ახალი სტუდიური ალბომი გამოვიდა ჯგუფის სახელით) მრავალ ჟანრში: არენა როკი, დისკო, გლამ როკი, მძიმე როკი, მსუბუქი მეტალი, პოპ როკი, პროგრესული როკი, ფსიქოდელიური როკი.

ბენდის გავლენის შესახებ საკუთარ შემოქმედებაზე საუბრობენ: დეფ ლეპარდი, ფუ ფაიტერსი, სტივი ვაი, გრინ დეი, განზ-ენ-როუზიზ, აირონ მეიდენი, ჯუდას პრისტი,მეტალიკა, ჯორჯ მაიკლი, მერილინ მენსონი, მიუზი, My Chemical Romance, სმეშინგ პამპკინსი.

ჯგუფს ჩაწერილი აქვს 15 სტუდიური და 3 Live ალბომი.
ბენდის ლოგო ფრედი მერკურიმ შექმნა ჯგუფის წევრების ასტროლოგიური ნიშნებისა და სხვა სიმბოლიკის გამოყენებით. ეს პირველი ალბომის გამოშვებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. ყველა სიმბოლოს თავისი დატვირთვა აქვს: ორი ლომი ჯონს და როჯერს აღნიშნავს, კიბორჩხალა-ბრაიანს, ორი ფერია კი ფრედის.

მთლიანობაში ლოგო გაერთიანებული სამეფოს გერბისადმი მსგავსებას ამჟღავნებს, განსაკუთრებით კი ლომები განაპირობებენ ამას.
ბენდმა პირველი სტუდიური ალბომი გამოუშვა 1973 წელს, რომლის სახელიც თვითონ ჯგუფის სახელწოდება (Queen) გახლდათ. ეს იყო ალბომი სადაც მძიმე როკი სჭარბობდა და მაშინდელი ამ ჟანრში მოღვაზე გავლენიანი შემსრულებლების ეფექტი ჩანდა. მაგრამ ეს არ ყოფილა არაფერი მიბაძვის მსგავსი. ამ ალბომით ჯგუფი მთელმა ბრიტანეთმა გაიცნო.

მეორე ალბომი 1974 წელს ჩაიწერა და ერთი ცნობილი პრეცედენტისა არ იყოს ალბომების ასეთი ნუმერაციისა, Queen II ერქვა. ეს იყო ბენდის ყველაზე მძიმე ალბომი, რთული ინსტრუმენტალითა და მრავლისმომცველი ლირიკით. ამავე წელს ჯგუფმა ტურნე ჩაატარა აშშ-ში, სადაც მათ დაიმკვირდეს სახელი ძალზედ ენერგიული ლაივ შემსრულებლებისა. მიუხედავად ამისა ამ ქვეყანაში არც მეორე ალბომს მოუტნია ფინანსური წარმატება პირველის მსგავსად.

ასევე 1974 წელს გამოსული ალბომი, Sheer Heart Attack, ჯგუფის მიერ ჩაწერილ პირველ კლასიკად არის მიჩნეული. ალბომი მოიცავდა მეტად მრავალფეროვან კომპოზიციებს, დაწყებული ბალადებიდან მსუბუქი მეტალით დამთავრებული. ალბომს დიდი წარმატება ხვდა წილად აშშ-სა და მთელს ევროპაში. ბრიტანეთის ჩარტებში კი მან პირველი ადგილი დაიკავა. პირველად აქ გაიგეს ბენდის წევრებმა რას ნიშნავდა ფინანსური წარმატება. ალბომში შესული სიმღერის, Stone Cold Crazy, ქავერ ვერსიისათვის მოგვიანებით Metallica-მ გრემი დაიმსახურა. Def Leppard-ის ერთ-ერთმა წევრმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ამ ალბომის პირველად მოსმენისას საჭესთან იჯდა და იმდენად გაერთო და იმდენად მოექცა მუსიკის გავლენის ქვეშ, რომ საგზაო პატრულმა გააჩერა და გამოკითხვა დაუწყო, ნამდვილად კარგად გრძნობდა თავს თუ არა.

ამ ყველაფერს 1975 წელს A Night At The Opera-ს გამოსვლა მოყვა. ალბომი გამოვიდა ისეთი ნამუშევრების პარალელურად როგორებიცაა Led Zeppelin - Phisical Graffiti, Rainbow - Ritchie Blackmore's Rainbow, Deep Purple - Come Taste The Band, Pink Floyd - Wish You Were Here, Black Sabath - Sabotage... და მაინც ჰიტი გახდა მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია Bohemian Rhapsody, რომელიც ფრედი მერკურის ეკუთვნის და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველა დროის საუკეთესო სიმღერად ითვლება დღემდე. ასევე მნიშვნელოვანი სიმღერაა Love Of My Life, რომელის განსაკუთრებულ ჟღერადობაც ბრაიან მეის 12 სიმიანი აკუსტიკური გიტარის დამსახურებაა.
ჰანოვერი, 1979 წელი

1976 წელს ჩაწერილი ალბომი A Day At The Races, ძალიან ჰგავს ყდითაც და შიგთავსითაც მის წინამორბედს. ალბომი მიჩნეული იქნა როგორც A Night At The Opera-ს გაგრძელება და დიდი გახმაურება მოყვა. მასში შესული სიმღერა Somebody To Love ყურადღებას იქცევს გასაოცარი გუნდური ხმოვანებით. ამავე წელს ქუინმა ჩაატარა კონცერტი Hyde Park-ში, რომელსაც ოფიციალურად 150 000 ადამიანი დაესწრო, არაოფიციალური მონაცემებით კი დამსწრეთა რიცხვი 180 000-ს აღწევდა.

1977 წელს გამოსულ ალბომს News Of The World კრიტიკოსები საკმაოდ მკაცრად შეხვდნენ, მოგვიანებით კი 70-იანების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ალბომად შერაცხეს ჰარდ როკში. ალბომმა დიდი გავლენა მოახდინა Arena Rock-ის შექმნაზე. ის შეიცავდა ისეთ ჰიტებს როგორებიცაა We Are The Champions და We Will Rock You-ს. ორივე მათგანი შეყვანილია საერთაშორისო სპორტული ჰიმნების სიაში.

1978 წელს დღის სინათლე შემდეგმა სტუდიურმა ალბომმა იხილა. ეს იყო Jazz. ალბომში შესულია ისეთი ცნობილი სიმღერები როგორებიცაა: Fat Bottomed Girls, Bicycle Race, Don't Stop Me Now, Mustapha... მაგრამ არცერთი მათგანი არაა ჯაზის სტილში შესრულებული. ამაზე Rolling Stones-მა დაწერა: "ქუინს არ აქვს საკმარისი წარმოსახვა ჯაზის დასაკრავად, ამის გამო ქუინს არ აქვს წარმოსახვა Rock N' Roll-ის დასაკრავადაც".

1979 წელს ჯგუფს სტუდიური ალბომი არ გამოუშვია, მაგრამ მაინც წარმატებული მოღვაწეობის წლად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ბენდი მომავალ წელს გამოსაშვებ ალბომზე მუშაობდა. პარალელურად გამოვიდა პირველი Live ალბომი Live Killers, რომელიც ორ გზის გახდა პლატინის ალბომი აშშ-ში. ამავე წელს გამოვიდა მეტად წარმატებული სინგლი, Crazy Little Thing Called Love, რომელიც ელვის პრესლის სტილში იყო შესრულებული და დიდი მოწონება დაიმსახურა მსმენელებისაგან.
ბენდმა ახალი ათწლეული კომერციულად საკმაოდ მომგებიანი ალბომით დაიწყო. 1980 წელს გამოიცა ალბომი The Game. ის ერთ-ერთი ყველაზე კარგად გაყიდვადი ალბომია ჯგუფის ისტორიაში. ის შეიცავდა რამოდენიმე სიმღერას რომლებიც მოგვიანებით აბსოლუტური ჰიტები გახდნენ: Crazy Little Thing Called Love, Another One Bites The Dust... ალბომი აშშ-ში ჩარტების პირველ ადგილზე რჩებოდა 4 კვირის განმავლობაში და 4 გზის პლატინადაც იქცა ამ დროის განმავლობაში. მუსიკის ისტორიაში ეს ერთადერთი ალბომია, რომელმაც ერთდროულად დაიკავა პირველი ადგილი Billboard Rock, Dance და R&B ჩარტებში. ამ ალბომში გამოჩნდა სინთეზატორი პირველად.

ამავე 1980 წელს გამოვიდა მხატვრული ფილმი Flash Gordon, რომლისთვისაც ჯგუფმა სრული საუნდტრეკების ალბომი ჩაწერა.

1981 წელს ქუინმა პირველი დუეტი ჩაწერა. ეს იყო დევიდ ბოუისთან ერთად შესრულებული სიმღერა Under Pressure. ყველაფერი ძალიან სპონტანურად მოხდა, როცა Bowie შემთხვევით მოხვდა ხმის ჩამწერ სტუდიაში სადაც ბენდი მუშაობდა. თანამშრომლობის შედეგი შესანიშნავი გამოდგა და სიმღერამ ადვილად მიაღწია პირველ ადგილს ბრიტანეთის ჩარტებში. ამავე წელს გამოვიდა ნაკრები სიმღერების ალბომი Greatest Hits. ალბომი ბრიტანეთის ყველა დროის ყველაზე დაყიდვად ალბომად იქცა. ის მთლიანობაში 5 407 587 ეგზემპლარად გაიყიდა, რაც 600 000 ცალით მეტია ვიდრე უახლოესი კონკურენტის, ბითლზის Sgt Pepper's Lonely Hearts Club Band–ის, გაყიდვები.
1982 წელს გამოვიდა Funk ალბომი Hot Space. ალბომში შესულია დუეტი Under Pressure, და სხვა არანაკლებ საინტერესო სიმღერები.

1983 წლის განმავლობაში ბენდმა უარი თქვა ყველა ტურნეში მონაწილეობაზე თუ ალბომის გამოშვებაზე და მთლიანად გადაერთო ახალი ალბომის ჩაწერაზე რომელიც მომავალ წელს გამოვიდა.

1984 წელს გამოიცა ალბომი The Works. ალბომში დანარჩენებთან ერთად შედიან: Radio Ga Ga და I Want To Break Free. მიუხედავად ამისა ალბომს დიდი ფინანსური წარმატება არ მოყოლია.

1985 წელს ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო როკ ფესტივალში Rock In Rio და 325 000 მაყურებლის წინაშე წარსდგა. ამავე წელს გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი უემბლის სტადიონზე სახელწოდებით Live Aid რომელიც სერ ბობ გელდოფის ინიციატივით ჩატარდა. მთელი შემოსავალი ქველმოქმედებას მოხმარდა. ქუინი იყო ერთადერთი ბენდი ვისაც თავიანთი გამოსვლის ვიდეო გადაღების უფლება მისცეს. როგორც მაშინ ამბობდნენ ქუინმა მთელი შოუ "მოიპარა".

1986 წელი ალბათ საუკეთესო იყო ბენდის ისტორიაში. გამოვიდა ალბომი A Kind Of Magic. ალბომი შეიცავდა მრავალ გახმაურებულ სიმღერას: A Kind of Magic, Friends Will Be Friends. ასევე ოფიციალურ საუნდტრეკებს მხატვრული ფილმიდან Highlander: Who Wants to Live Forever და Princes of the Universe. ასევე ამავე წელს გამოვიდა მეორე Live ალბომი Live Magic. ამ წელს ბენდმა მოაწყო არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტურნე The Magic Tour. ტურნეს განმავლობაში კონცერტებს დაესწრო 1 მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის 400 000 მხოლოდ დიდი ბრიტანეთში, რაც იმ დროისათვის რეკორდი იყო. ამ წელს უემბლიზე გამართული კონცერტი, რომელაც 120 000 მაყურებელი დაესწრო, საოცრად შთამბეჭდავი სანახაობა იყო. კონცერტის აუდიო ვერსია 1992 წელს გამოიცა.

1989 წელს ალბომი The Miracle იქნა გამოცემული. I Want It All, Breakthru, The Invisible Man, Scandal, The Miracle და სხვები აღიარებულ ჰიტებად იქცნენ. ბენდმა უარი თქვა ალბომის მხარდასაჭერი ტურნეს ჩატარებაზე, რითაც ისარგებლეს ჟურნალისტებმა და დაიწყეს საუბარი ბენდის დაშლის შესაძლებლობებზე. ასევე გაჩნდა მოსაზრებები ფრედი მერკურის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. ამ ალბომის შემდეგ ჯგუფმა შეცვალა სიმღერების წერის ტაქტიკა. თუ აქამდე რომელიმე კონკრეტულ სიმღერას ერთი წევრი წერდა და დანარჩენები მას მხოლოდ ეხმარებოდნენ საბოლოო პროდუქტის ჩამოყალიბებაში, ახლა უკვე ყველა ახალ ნამუშევარს მთლიანად ქუინის ერთობლივ ნამუშევრად აცხადებდნენ.
1991 წელს გამოვიდა ალბომი Innuendo. ალბომი მრავალ შესანიშნავ ნამუშევარს შეიცავდა. აღსანიშნავია ულამაზესი სიმღერა Innuendo, რომელშიც შესანიშნავი გიტარის პარტია და რამდენიმე გადასვლაა. ასევე I'm Going Slightly Mad, Headlong, The Show Must Go On რომლებიც მოგვიანებით ჰიტებად იქცა. ლაპარაკი ფრედის ავადმყოფობის შესახებ კიდევ უფრო გახშირდა. ამავე წელს გამოიცა მეორე ნაკრები ალბომი Greatest Hits II.

1991 წლის 23 ნოემბერს ფრედიმ საჯაროდ გამოაცხარა რომ მას შიდსი ჰქონდა. ამ განცხადებინ 24 საათის გასვლის შემდეგ, 24 ნოემბერს, იგი 45 წლის ასაკში, ლონდონში, საკუთარ სახლში მშვიდად გარდაიცვალა უახლოესი ხალხის გარემოცვაში. იგი ზოროასტრიანული წესით დაკრძალეს, კრემაცია ჩაუტარეს და ფერფლი ერთ-ერთ ტბაზე მოაბნიეს მშობლიურ ზანზიბარში.

1992 წელს უემბლიზე ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი The Freddie Mercury Tribute Concert. მასში მონაწილეობას იღებდნენ ბენდის ცოცხალი 3 წევრი და უამრავი მსოფლიო დონის ვარსკვლავი. კონცერტის 92 000 ბილეთი გაყიდვის დაწყებიდან 6 საათში გათავდა. კონცერტი შესულია გინესების რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე შემოსავლიანი საქველმოქმედო კონცერტი რომელიც ერთ ადამიანს მიეძღვნა. ამოღებულმა ფულმა 20 000 000 ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

1995 წელს უკანასკნელი სტუდიური ალბომი Made In Heaven გამოიცა. ალბომში შესულია ისეთი კომპოზიციები რომლებიც ჩაწერილი იყო მაგრამ რაღაც მიზეზების გამო არ იყო გამოცემული. მასში შესულია ისეთი სიმღერები როგორებიცაა: You Don't Fool Me, Too Much Love Will Kill You, Made In Heaven...

ქაზიმ ქოიუნჯუ





 







ქაზიმ ქოინჯუ (თურქ. Kâzım Koyuncu, დ. 7 ნოემბერი, 1972 — გ. 25 ივნისი, 2005) თურქი პოლიტოლოგი და მუსიკოსია, რომლის მოღვაწეობამაც დიდი როლი ითამაშა თურქეთში მცხოვრები ლაზების კულტურული ღირებულებების აღდგენა და შენარჩუნებაზე.

ბავშვობა 
დაიბადა 1972 წელს 7 ნოემბერს ხოფის ილჩეში, სოფელ პანჭოლში (ამჟამინდელი იეშილ ქოი ანუ მწვანე სოფელი). ბავშვობიდან გამოირჩეოდა მუსიკის სიყვარულით, 13 წლის გიტარაზე უკრავდა. სწავლობდა თურქეთის ნაციონალური მუსიკის ცენტრში „იაშარა ტურნანა“. ჩააბარა სტამბოლის უნუვერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე. საინტერესო და გამორჩეული სტუდენტი იყო, მაგრამ მისი აზრები თანატოლებისას არ ემთხვეოდა. 20 წლის ქაზიმი სწავლას წყვეტს და თავს მუსიკას უძღვნის. მას მეგობრები დინას ეძახდნენ, ეს სახელი ახალგაზრდა მომღერალსაც ძალიან უყვარდა
.
შემოქმედება 
1992 წელს ალი ელვერთან ერთად ქმნის როკ-ჯგუფს „დიმეინ“. მოგვიანებით დიდი ყურადღებას უთმობს ლაზური მუსიკის პოპულარიზაციას, თუმცა აქაც ვერ ღალატობს როკს და მსმენელს ლაზური მუსიკის და როკის სინთეზს თავაზობს. 1993 წელს მამედ ალი ბარიშ ბეშლისთან ერთად აყალიბებს ჯგუფს „ზუღაში ბერეფი“ (ზღვის შვილები). ეს იყო მსოფლიოში პირველი ლაზური როკ-ანსამბლი. ჯგუფმა ლაზურად იმღერა, მაშინ როცა სხვა ენაზე სიმღერა ძალიან რთული იყო. ქაზიმ ქონიუჯუს ყოველთვის ეამაყებოდა მისი ეთნიკური წარმოშობა და მისი დამალვის აუცილებლობასაც ვერ ხედავდა. 1995 წელს ზღვის შვილებმა პირველი ალბომი გამოუშვა, რომელსაც საკმაოდ უცნაური სახელი „ვა მიშქუნან“ (არ ვიცით) დაარქვა, ალბომში 8 ლაზური სიმღერა შევიდა. ალბომი დიდი პოპულარობით სარგებლობდა თურქეთში და განსაკუთრებით თინეიჯერებში. ჯგუფი გაჩერებას არ აპირებდა 1998 წელს გამოვიდა ალბომი სახელწოდებით „იგზას“ (გზაში), იგი წლის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს. 2000 წელს ჯგუფი დაიშალა, მის ისტორიაში 130 კონცერტი და ორი ალბომი დარჩა.


სოლო კარიერა
ჯგუფის დაშლის შემდეგ ქაზიმი მარტო აგრძელებს მოღვაწეობას, ხშირად ესწრება ლაზური კულტურული ორგანიზაციების შეკრებებს, მაგრამ აქტიურობა არ ახასიათებს, უფრო კარგი მსმენელია ვიდრე ლიდერი. მომღერალი ქმნის პროექტს სამი სინგლით „სოლკინ სოიუტ“. 2002 წელს პირველი სოლო ალბომი „ვია“ (ზღვის ტალღებზე მონავარდე) გამოდის, ხოლო 2004 წელს მეორე ალბომი „ჰაიდე“. ქაზიმის მოსასმენად თაყვანისმცემლები სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოდიან. იგი სცენაზე თავისუფლად გრძნობს თავს და ამის შემჩნევა არც მსმენელს უჭირს. მომღერალი ფუატ საკასთან, ვოლკან კანაკომთან და ბაიარ შაჰინთან ერთად მონაწილოებას იღებს სატელევიზიო პროექტში „შავი ზღვის მუსიკა“.


საქართველო
2003 წლის აგვისტოში ქაზიმ ქოიონჯუ საქართველოში ჩამოდის. საქართველოში მომღერალს განსაკუთრებულ შეხვედრას უწყობენ, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მომღერლის გულში. ის ხშირად იხსენებს საქართველოში მოგზაურობას და გამართულ კონცერტებს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, მისი ემოციები და მიღებული სიამოვნება ყველასთვის ნათელი ხდება. იგი ქართველ ხალხს ძმებს უწოდებს და გაკვირვებულია სტუმართმოყვარეობით და ქართველების მუსიკალურობით.


მომღერალი ბულბულის უკანასკნელი წლები 
მას ხშირად უწოდებდნენ მომღერალ „ბულბულს“. მის მიერ ნამღერი „სელემინა“, რომელიც თურქეთში დიდი პოპულარობით სარგებლობდა კოლხური კულტურის გამოძახილია. 2005 წელს ქაზიმს ექიმები ფილტვის კიბოს დიაგნოზს უსვამენ. 33 წლის ქაზიმი ავადმყოფობას არ ნებდებოდა თმაგაცვენილი მიდიოდა კონცერტებზე და მსმენელს არ ღალატობდა, ავადმყოფობის პერიოდში დაწერა ჰიმნი „ტრაპიზონსპორტისთვის“. 2005 წლის 25 ივნისს მომღერალი გარდაიცვალა. მისი ცხედარი ტრაპიზონში გადაასვენეს, სადაც 60 ათასი ადამიანი დახვდა. ქაზიმ ქოიუნჯუ მშობლიურ სოფელ პანჭოლაში ერთ-ერთი მთის კალთაზე დაკრძალეს.

Monday, June 20, 2011

Cccp-ს დამოკიდებულება როკთან მიმართებაში

Cccp-ს დაშალა. მას შემდეგ ხმამაღლა საუბარი როკსა თუ სხვა ტაბუდადებულ თემებზე საუბარს, აღარავინ უშინდებოდა. ამან გამოიწვია  ჩამოყალიბებულიყო უამრავი აზრი,თუ რატომ იწვევდა უარყოფით დამოკიდებულებას როკი Cccp-ში.მაგრამ განვიხილავ რამდენიმეს. ერთნი ფიქრობენ, რომ საზოგადოდ აკრძალული იყო საკუთარი აზრის გამოხატვა,მითუმეტეს როკის მოსმენა/დაკვრა,რადგან სატანისტურად მიაჩნდათ (ბევრს ახლაც).თუმცა არის აზრიც, რომ  სატანური  მიზეზის გამო არ დაიბლოკა, რადგან იმ პერიოდში ათეიზმი მძვინვარებდა, გამოდის რომ სატანიზმის გამო ვერ გააკრიტიკებდნენ როკს,რადგან არ სწამდათ სატანის არსებობის.ფიქრობენ,რომ ათეიზმი პოლიტიკის ნაწილი იყო,როგორც თავისუფალი აზრის დათრგუნვა და ეს ხომ როკის ძირითადი ელემენტია.
კრძალავდნენ როკს რადგანსაბჭოთა ჩარჩოებში არ ჯდებოდა,ხალხში სხვადასხვა ფიქრებს, სურვილებს,აზრებს ბადებდა და
Cccp-ს აშინებდა,იმიტომ რომ დიქტატურა ძირითადად შიშზეა დამყარებული და მყიფეა.
     თუმცა, ვთვლი მთავარია მენტალიტეტს ვებრძოლოთ, ღიპიანი, მაჯაზე ვერცხლისცეფიანი და ქურდი ბიჭების მენტალიტეტს, რომელიც Cccp -ს გადმინაშთია, მონობის  ფონზე როკი ინარჩუნებდა პოპულარობას, იმიტომ რომ ღირსება ყველაფერზე მაღლა დგას.

ავტორი : მარიამ ცუცქირიძე
                

Saturday, June 18, 2011

როკ-ენ-როლის “აკვანი” და ლეგენდარული მუსიკოსები



დიდი როკის "პირველი მერცხალი" დამოუკიდებელ საქართველოში

Ambebi.Geმინიდოსიე:
URIAH HEEP
დაარსდა: 1969 წელს ლონდონში
ჟანრი: მელოდიური ჰარდ-როკი, "პროგრესივისა" და არტ-როკის ელემენტებით
დისკოგრაფია: გამოშვებული აქვს 22 სტუდიური და 12 საკონცერტო ალბომი
ამჟამინდელი შემადგენლობა: მიკ ბოქსი (სოლო გიტარა), ფილ ლენზონი (კლავიშებიანი საკრავები), ტრევორ ბოლდერი (ბასი), რასელ გილბრუკი (დრამი), ბერნი შოუ (ვოკალი)


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უკვე ყოფილი იმპერიის შემადგენელი რესპუბლიკების საზოგადოებისთვის ბევრი ისეთი რამ გახდა ხელმისაწვდომი, რაც კომუნიზმის მშენებელთა იდეოლოგიისთვის მიუღებელ სფეროებად მიიჩნეოდა და შესაბამისად, ცენზურისთვის იყო განწირული.

გამონაკლისი არც როკკულტურა ყოფილა. თანამედროვე მუსიკის ეს ფორმა, რომლის საფუძველშიც ტოტალიტარიზმისა და ადამიანის თავისუფლების ყოველგვარი შეზღუდვისადმი შეურიგებლობა იგრძნობოდა, ე.წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში, განსაკუთრებულად კი საბჭოთა კავშირში, კომკავშირელი ახალგაზრდობის ცნობიერებისთვის მავნე ბურჟუაზიულ პროდუქტად მიიჩნეოდა. ასე გრძელდებოდა გორბაჩოვისეულ "პერესტროიკამდე". 

სწორედ ამ პერიოდიდან როკმოძრაობას ქვეყანაში "მწვანე შუქი" აენთო. ამ მოვლენათა მიღმა არც ჩვენი რესპუბლიკა დარჩენილა, რომელსაც გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს ლეგენდარული DEEP PURPLE-ის ვოკალისტი იან გილანი (საკუთარ ბენდთან და მეუღლესთან ერთად) და ასევე ცნობილი შოტლანდიური ჯგუფი NAZARETH ეწვივნენ. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ უკვე დამოუკიდებლობამოპოვებულ საქართველოს როკის სამყაროში ერთ-ერთი აქტიური ქვეყნის სტატუსი უნდა დაემკვიდრებინა (რის საფუძველსაც დასავლური კულტურისა და ღირებულებებისადმი ჩვენი სწრაფვაც იძლეოდა), თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ეს არ მომხდარა (განსხვავებით ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან, რომლებიც როკკულტურის აქტიურ მომხმარებლებად იქცნენ). 

ასე გრძელდებოდა 2 ათეული წლის განმავლობაში - არადა, ამ მუსიკალური მიმდინარეობისადმი ქართველი ახალგაზრდობის ინტერესი თანდათან იზრდებოდა. ისინი უკრავდნენ სარდაფებში და შიგადაშიგ კონცერტების მოწყობასაც ახერხებდნენ, ჰბაძავდნენ უცხოელ ლეგენდებს, საკუთარი თავის დამკვიდრებას ცდილობდნენ და ამავე დროს მოუთმენლად ელოდნენ საქართველოში მათ სტუმრობას. 

საკმარისია გავიხსენოთ, შარშან ზაფხულს თურქეთში DEEP PURPLE-ის შოუზე ქართული წარმომადგენლობის ხმაურიანი გამგზავრება, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ როკს მალე ჩვენს ქვეყანაშიც უნდა შემოებიჯებინა. მოლოდინმა გაამართლა: თბილისს გასული საუკუნის 70-იანი წლების ერთ-ერთი პოპულარული ჯგუფი - "URIAH HEEP" ეწვევა და კომპანია Locomotive Promotion-ის ორგანიზებით, 19 მარტს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება. 

სწორედ ამ ფაქტისა და საქართველოში როკკულტურის განვითარების პერსპექტივაზე  ორგანიზატორი კომპანიის წარმომადგენლები გვესაუბრებიან:

- ვიდრე უშუალოდ "ურაია ჰიპის" შოუსა და საქართველოში როკის მდგომარეობის შესახებ გავამახვილებდეთ ყურადღებას, მთელ მსოფლიოში პოპულარული ტელეარხის - National Georgraphic-ის გადამღები ჯგუფის თბილისში სტუმრობაზე გვიამბეთ. ამის შესახებ შემთხვევით თქვენი, ვებგვერდის ნახვისას შევიტყვე...

ლევან კაპანაძე: 
- "ნეშნლ ჯიოგრაფიკის" გადამღები ჯგუფი 2009 წლის აგვისტოში იმყოფებოდა საქართველოში. ინტერნეტით დაგვიკავშირდნენ როკჯგუფებს - "მძიმე ჯვარსა" (ლევან კაპანაძე ამ ჯგუფის წევრია. - ავტ.) და Angel of Disiase-ს, რის შემდეგაც ჩამოვიდნენ კიდეც. 

- უკაცრავად, რომ გაწყვეტინებთ. სწორედ "ნეშნლ ჯიოგრაფიკის" ეთერში ნანახი მაქვს ერთი გადაცემა, რომელსაც, თუ არ ვცდები, ჰქვია: "დედაჩემს ნუ ეტყვით, სად ვარ". ამ პროექტის წამყვანი, მსოფლიოს ისეთ კუთხეებს სტუმრობს, სადაც ჩასვლაც სარისკოდ მიიჩნევა. ერთ-ერთ ფილმში, იგი ირანში იმყოფებოდა და ტელემაყურებელს იატაკქვეშეთში მოღვაწე სპარს ახალგაზრდა როკმუსიკოსებზე მოუთხრობდა. ამ დოკუმენტური კადრების ხილვის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა: "შეხედეთ, ასეთ ისლამურ-ფუნდამენტალისტურ ქვეყანაშიც კი იციან როკმუსიკის შესახებ, სადაც ხალხი ბნელითაა მოცული"... როგორ ფიქრობთ - "ნეშნლ ჯიოგრაფიკის" გადამღები ჯგუფი ჩვენს ქვეყანასაც ასეთი განწყობილებით ხომ არ ესტუმრა? 

გივი მაჭავარიანი: 

- არა. საერთოდ, ამ არხის გადამღები ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ აქაური როკმოძრაობისადმი ინტერესით არ ყოფილა განპირობებული. მათ ზოგადად ქართული კულტურის გაცნობა სურდათ - მათ შორის, როკკულტურისაც. გადახედეს კულტურის ამა თუ იმ სფეროში ჩვენს მიღწევებს და ქართული როკითაც დაინტერესდნენ. ჩავატარეთ დახურული კონცერტი, რომლის მსვლელობის დროსაც უცხოელ ჟურნალისტებს სხვადასხვა თაობისა და ჟანრის ქართულ როკჯგუფებთან გაცნობის საშუალება მიეცათ. 

ლევან კაპანაძე: 
- მათ გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც შეიტყვეს, რომ ქართული როკმოძრაობა სათავეს გასული საუკუნის 60-იანი წლების შუა პერიოდიდან იღებს (თვით დასავლეთის ქვეყნებშიც სწორედ ამ ეპოქაში იკრებდა ძალას როკმუსიკა. - ავტ.) და ქართველი გიტარისტი, ბაჩი ქიტიაშვილი 1964 წლიდან უკრავს. უფრო მასშტაბური ფესტივალის ჩატარება გვსურდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი იდეით ვერც სახელმწიფო და ვერც კერძო სტრუქტურები ვერ დავაინტერესეთ. ამ სფეროს მიმართ კვლავაც გულგრილი და არაპროფესიონალური დამოკიდებულებაა. არადა, წარმოგიდგენიათ, საქართველოს შესახებ გადაღებული ფილმი 2010 წლიდან რამდენიმე წლის განმავლობაში "ნეშნლ ჯიოგრაფიკზე" იტრიალებს და მისი ხილვა ცივილიზებული სამყაროს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ადამიანს შეეძლება.

გიორგი კიკონიშვილი:
- ერთ-ერთ ტელეკომპანიას მივმართეთ ამ ღონისძიებაზე სიუჟეტის მოსამზადებლად. მოვიდა ჟურნალისტი, რომელიც იმით უფრო იყო აღფრთოვანებული, რომ "ნეშნლ ჯიოგრაფიკის" გადამღებ ჯგუფთან კონტაქტის შესაძლებლობა მიეცა, ვიდრე იმით, რაც იქ ხდებოდა. აი, ასეთი დამოკიდებულებაა საქართველოში ამ და ბევრი სხვა სფეროს მიმართ. შარშან, ზაფხულში თურქეთში DEEP PURPLE-ის კონცერტზე ქართული წარმომადგენლობის წასვლას გავუკეთე ორგანიზება. იქ ჟურნალისტიც გვახლდა, რომლის მიერ დასმულმა შეკითხვამ შოკში ჩამაგდო: იან გილანს ინგლისური ეცოდინება თუ თარჯიმანი დაგვჭირდებაო?..

ლევან კაპანაძე: 
- "URIAH HEEP"-ის ჩამოყვანაზე მუშაობისას სპონსორების ძებნის პროცესში ერთ-ერთ სოლიდურ კომპანიაში ვიმყოფებოდით. კომპანიის პიარმენეჯერს ინტერნეტში ამ ჯგუფის საკონცერტო გამოსვლა ვანახვეთ. მან ასეთი პასუხი გაგვცა, - ჰო, ეს როკს ბევრად სჯობს, მაგრამ მაინც ვერ დაგასპონსორებთო... ახლა თავად განსაჯეთ, ჩვენი პროექტების განხორციელებისას რამხელა სირთულეების გადალახვა გვიხდება.

- გასაგებია, მაგრამ ისიც მიკვირს, რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ისეთი ჟანრი, რომლის მიმართაც ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს დღესაც ასეთი დამოკიდებულება აქვს? რატომ არ გააკეთეთ აქცენტი, მაგალითად, პოპმუსიკაზე, რომელსაც უფრო ფართო მასა უსმენს და შესაბამისად, ამ მუსიკალური ჟანრის წარმომადგენელთა კონცერტების მოწყობაც ხელსაყრელი იქნებოდა?

გივი მაჭავარიანი: 
- საქმე ასე მარტივად არ არის. შეიძლება, ამა თუ იმ პოპშემსრულებლის რამდენიმე ჰიტი მუსიკალური რეიტინგების სათავეში მოექცეს, მაგრამ დადგება მომენტი, როდესაც სხვა შემსრულებელი უფრო პოპულარული გახდება. იმის თქმა მსურს, რომ პოპულარულ მუსიკაში ყველაფერი დროებითია, როკი კი დროს უძლებს. ამ ჟანრს გაცილებით ერთგული მსმენელი ჰყავს, რომელსაც საყვარელი ჯგუფის ან შემსრულებლის შემოქმედება არასოდეს მოჰბეზრდება და მოდის გამო, სხვაზე არ გადაერთვება. ჩვენი გეგმებიც დროზეა გათვლილი. გარდა ამისა, ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ კომერციული ინტერესი გვამოძრავებს. ჩვენ ავირჩიეთ სფერო, რომელიც გვიყვარს და კარგად ვიცით.

ლევან კაპანაძე: 

- ჩვენი საქმიანობა მხოლოდ უცხოელი ვარსკვლავების ჩამოყვანით არ შემოიფარგლება. გვსურს, ხელი შევუწყოთ ქართული როკკულტურის განვითარებას, დავეხმაროთ პერსპექტიულ ჯგუფებს, ჩავატაროთ კონცერტები და ფესტივალები, რომლებშიც არა მარტო უცხოელები, არამედ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. თქვენ წარმოიდგინეთ, ქართულ როკს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. მაგალითად, 2008 წლის აგვისტოში ჩემს ჯგუფთან, "მძიმე ჯვართან" ერთად, თურქეთში ფესტივალზე ვიმყოფებოდი. ჩვენმა გამოსვლამ წარმატებით ჩაიარა. ღონისძიების "ჰედლაინერად" გაგვიყვანეს სცენაზე. იმ წელს "ჰედლაინერი" თურქული როკჯგუფი უნდა ყოფილიყო. 

სხვათა შორის, იგი მანამდე "ევროვიზიაზე" მონაწილეობდა, მაგრამ მაინც, უპირატესობა ჩვენ მოგვანიჭეს. საოცარი გრძნობა დამეუფლა, როდესაც ხალხის მრავალათასიანი მასა აგვყვა. არადა, მათ ამჟამად მოღვაწე არაერთი როკგრანდი ცოცხლად ჰყავდათ მოსმენილი. ჩვენი თურქეთში გამოსვლა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებები დაიწყო. უსმენდნენ იმ ქვეყნის წარმომადგენელ ჯგუფს, რომლის ქალაქები და სოფლები იბომბებოდა!.. ცხადია, ამის გამო ბევრი ადამიანი თანადგომას გვიცხადებდა. ის ფესტივალი, რომელიც თავისი არსით, ომისა და ძალადობის წინააღმდეგია, არაერთმა უცხოურმა ტელეკომპანიამ გადაიღო, მათ შორის CNN-მაც. 

- საინტერესოა, რა პრინციპით შეარჩიეთ "ურაია ჰიპი"?

გივი მაჭავარიანი: 


- ბევრი ფაქტორი გავითვალისწინეთ - კომერციული მოსაზრებებით დაწყებული, ამ კოლექტივის შემოქმედებით დამთავრებული. "ურაია ჰიპი" - პირველი ლეგენდარული ჯგუფია, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოს ესტუმრება. ამავე დროს ეს ჩვენი პირველი ნაბიჯია და დარწმუნებული ვართ, წარმატებულად დასრულდება.

ლევან კაპანაძე: 

- "URIAH HEEP"-ის მხარემ სურვილი გამოთქვა, რომ თბილისური კონცერტის გადაღება მოხდეს, რის შემდეგაც ეს მასალა ინგლისში გაიგზავნება, დამუშავდება და DVD-ფორმატზე გამოიცემა სახელწოდებით - Live in Tbilisi. ხომ ხვდებით, ჩვენი ქვეყნის რამხელა პოპულარიზაცია მოხდება ამ დისკის მთელ მსოფლიოში გაყიდვით?! ამისთვის 10 ათასი ევრო და შესაბამისი სატელევიზიო გადამღები ჯგუფია საჭირო, მაგრამ ქართული რეალობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ეს საკითხიც მოუგვარებელია.

- როკკულტურა ძალიან მრავალფეროვანია, რომლის ზოგიერთი მიმდინარეობაც საზოგადოების ნაწილის განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს. გსურთ, რომ თქვენი საქმიანობით როკმუსიკის მთლიანი სპექტრი მოიცვათ? 
- ნამდვილად ასეა. გვსურს, როკმუსიკის ყველა მიმართულება მოვიცვათ - "მსუბუქი", მელოდიური როკ-ენ-როლით დაწყებული - ყველაზე ექსტრემალური "მეტალით" დამთავრებული.

- თუ საიდუმლო არ არის, წელს კიდევ რას აპირებთ? 
- ზოგიერთ საკითხს ამ ეტაპზე მართლაც, საიდუმლოდ დავიტოვებთ, რადგან წინასწარ ლაპარაკი არ გვსურს, თუმცა მაინც გეტყვით, რომ გეგმაში გვაქვს იან გილანის ჩამოყვანა...


P.S. საუბრის ბოლოს გიორგი კიკონიშვილმა სიცილით, მადლობა გადამიხადა, რომ "კურიოზების" შესახებ არაფერი მიკითხავს, თუმცა ალბათ მკითხველიც დამეთანხმება, რომ მათი მონათხრობი მაინც კურიოზებით სავსე გამოვიდა. 

წყარო იხილეთ აქ